in

Pornhub: რა შედეგი მოაქვს პორნოს ყურებას?

პორნოსაიტმა Pornhub $25,000 გადაიხადა კვლევაში, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანზე პორნოგრაფიის ყურება. კომპანიისგან დაფინანსება კანზასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორმა, ომრი გილათმა, მიიღო. გილათი კვლევას დოქტორ ატერეტ გეუირც-მეიდანთან და დოქტორობის კანდიდატ კეიტი ადამსთან ერთად ჩაატარებს.

დოქტორის განცხადებით, მას აინტერესებს, რა დადებითი ან უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს ამ “დიდურ გართობას” ადამიანის ჯანმრთელობაზე. მისი თქმით, პორნოგრაფია იმდენად აქტუალურია, რომ ადამიანები ხშირად არც უფიქრდებიან, რაიმე ზიანი ხომ არ ახლავს მას. ომრი გილათი გეგმავს პორნოგრაფიული ფილმების ყურების გვერდითი ეფექტების შესწავლას. მაგალითად, ხომ არ ზრდის მარტოობის განცდას, მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, იწვევს მიჯაჭვულობას ან არასწორ სექსუალურ მოლოდინს ქმნის… ფსიქოლოგიის დოქტორის თქმით, ვებპორტალი ცდილობს აიღოს მისი წილი პასუხისმგებლობა საზოგადოებაში, რომ გართობის გარდა, Pornhub-ს საგანმანათლებლო დანიშნულებაც აქვს.

წყარო: Designtaxi.com

4 მარტივი გზა, როგორ უნდა ვაქციოთ მარცხი წარმატებად

5 რამ სტენ ლისგან ბიზნესისა და ცხოვრების შესახებ