in

Pornhub-მა საკუთარი პაროდიული ვებგვერდი ScrubHub შექმნა

ხელების დაბანის შესახსენებლად, Pornhub-მა პლატფორმა შექმნა, სახელწოდებით ScrubHub. პაროდიული ვებგვერდი Pornhub-ის კონცეფციის მიხედვით შეიქმნა და მნახველს ყველაზე “ბინძური” ვიდეოები მოუმზადა. სათაურებიც არ დავიწყნიათ, მაგალითად, ასეთი: THICK ANAL HUNK GOES SLOW AND DEEP IN HIS AFTERNOON QUICKIE – HANDS TO SINK.

ავტორები იმედოვნებენ, რომ ამგვარად, ადამიანების გახალისებას და მათთვის ხელების დაბანის შეხსენებას ერთდროულად შეძლებენ. ScrubHub-ზე ქველმოქმედებაც სახალისოდაა შესაძლებელი. გაღებული თანხის სანაცვლოდ, თქვენ მიიღებთ “უხილავ საპონს”, თანხა კი, Covid-19-ისგან დაზარალებულ ადამიანებს მოხმარდებათ.

ყველაფერი კი, ვიდეოგრაფ ანი აკოფიანის ამ თვითიდან დაიწყო. მას ჰქონდა იდეა, შექმნილიყო პლატფორმა, სადაც ადამიანები დაპოსტავდნენ, როგორ იბანენ ხელს სწორად. “გენიოსი ხარ!” – უპასუხა Pornhub-მა და კოლაბორაციაც შედგა.

„ჩემს ტანსაცმელს ვენატრები!“ – ფოტოპროექტი იზოლაციაზე, როგორც „კონცეპტუალური სევდა“

დროა გაციფრულდე – „ალდაგი“ კლიენტ კომპანიებს ონლაინ მაღაზიის შექმნაში უფასოდ დაეხმარება