13
Feb
2020

ვალენტინობისთვის Pornhub მომხმარებლებს არაერთ სიურპრიზს უმზადებს

13 Feb 2020

უფროსების წამყვანი გასართობი ვებგვერდი Pornhub ვალენტინობის დღეს საკმაოდ სერიოზულად მიუდგა.

როგორც წესი, ამ დღეს, ბრენდი მომხმარებლებს Pornhub Premium-ზე უფასოდ წვდომის საშუალებას აძლევს ხოლმე, თუმცა წელს, ამ სერვისს არაერთი სიახლე დაამატა.

„პორნჰაბი“ “Camo Cards-ის“ დახმარებით, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, პერსონალური ვიდეო მესიჯები გაუგზავნონ მათ საკულტო ვარსკვლავებს: ასა აკირას, როდ ჯექსონსა და რაიან კრიმერსაც კი, რომელიც მწერალი და კომედიანტია და ცნობილია „პორნჰაბის“ ვერიფიცირებული ანგარიშითა და ვებგვერდზე სახალისო და არასექსუალური კონტენტის შექმნით.

„ჩვენ ადამიანები განწყობაზე მოგვყავს – ეს ისაა, რასაც ყოველდღე, საიტის 120 მილიონი ვიზიტორისთვის ვაკეთებთ. რას მოჰყავს ადამიანები განწყობაზე, თუ არა „პორნჰაბს“? – ამბობს კორი პრაისი, „პორნჰაბის“ ვიცეპრეზიდენტი. „სწორედ ამიტომ, ვალენტინობას, Pornhub Premium-ზე წვდომა ყველას უფასოდ შეეძლება“.

გარდა ამისა, „პორნჰაბი“ ხსნის ვალენტინობის დღესთან დაკავშირებულ მის პირველ მაღაზიას ხსნის ნიუ-იორკში, რომელიც მხოლოდ 13 და 14 თებერვალს იფუნქციონირებს.

მომზმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, „პორნჰაბის“ ლოგოთი დაბრენდილი პროდუქტები შეიძინონ: შოკოლადები, ყვავილები, ტედის დათუნია და სხვა.

ყველა მყიდველი დასაჩუქრდება ბარათით, ერთი თვის განმავლობაში, Pornhub Premium-ის უფასო წევრობით. 

მაღაზიას, ასევე, ბრენდის ელჩი, ასა აკირაც ესტუმრება, „პორნჰაბის“ სხვადასხვა მოდელთან ერთად.

განხილვა