in

Pornhub–ის ბოროტი ხუმრობა საპირველაპრილოდ

როგორც წესი, 1 აპრილი ის დღეა ხოლმე, როდესაც არც ადამიანები ინდობენ ერთმანეთს მავნე ოინებითა თუ ტყუილებით და არც ბრენდები მომხმარებლებს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ყველაზე სასტიკი და ამავდროულად ძალიან სახალისო საპირველაპრილო ხუმრობის ავტორი, არც მეტი არც ნაკლები, Pornhub–ი გახდა. საიტზე შესულ მომხმარებლებს საბედისწერო შეტყობინება მოუვიდათ.

BOG
BOG

წარმოიდგინეთ ადამიანების სახეები, როდესაც ეკრანზე წაიკითხეს წარწერა “მადლობას გიხდით გაზიარებისთვის! Pornhub–ს უკვე ავტომატურად აქვს წვდომა თქვენს სოციალურ ქსელთან.” მომხმარებლის საბედისწერო რეაქციებს ალბათ თავადაც მშენივრად მიხვდებით, ზოგი სავარაუდოდ იმას ფიქრობდა, რითი აეხსნა თავისი საქციელი მეგობრებისთვის, სხვები კი იმას რითი გაემართლებინათ საკუთარი პატიოსნება. ასეა თუ ისე, არც ერთი მოუწიათ, არც მეორე, დროულად გამოჩნდა მეორე წარწერა “დღეს 1 აპრილია, მოტყუება ადვილია”.

Apple–ის მაჯის საათი – ბევრისთვის მოსაწონი, სხვებისთვის კი კრიტიკის საგანი

Traktor.ge – ფერმერთა საქმიანობაზე მორგებული პლატფორმა