in

თბილისში Porsche-ს 70 წლის იუბილე აღინიშნება!

Porsche – ლეგენდარული საავტომობილო ბრენდი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია ინდუსტრიის ყურადღებას შეუდარებელი სპორტული მოდელებით იპყრობს, 70 წლის ხდება. იუბილესთან დაკავშირებით, “პორშე ცენტრი თბილისი” მუზეუმად გადაიქცევა – 4 ივნისიდან, 5 დღის განმავლობაში, “პორშეს” თითო კლასიკური მოდელი გამოიფინება. საიუბილეო ღონისძიება გაიმართება პორშეს ცენტრში, სადაც პირველი სპორტული ავტომობილის დაბადება აღინიშნება. ღონისძიების ლოზუნგია #SportscarTogether. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, “ეს იქნება “პორშეს” გულშემატკივრების დღესასწაული”. დეტალებისთვის “პორშე ცენტრი თბილისის” გენერალურ დირექტორს დავით ჭეიშვილს მივმართეთ.

BOG
BOG

M: პორშეს უკვე 70 წლიანი ისტორია აქვს. მოკლედ შევაფასოთ განვლილი გზა…

„თავიდან, მე ვეძებდი ჩემი ოცნების ავტომობილს: პატარა, მსუბუქი სპორტული ავტომობილი, რომელიც ენერგიას გამოიყენებდა ეფექტურად, მაგრამ ვერ ვიპოვე. ამიტომ გადავწყვიტე ჩემით შემექმნა“,  – ეს საავტომობილო ისტორიის ყველაზე ცნობილი ციტატაა, ხოლო ეს სიტყვები ეკუთვნის ფერდინანდ „ფერი“ პორშეს და უკავშირდება ყველაზე საინტერესო და მომხიბლავი სპორტული ავტომობილის განვითარების დაწყებას. ამ სიტყვებით პორშე გახდა „პორშე“ – ცნობილი ბრენდი და დიზაინი, ხოლო უმრავლესობისათვის კი, უბრალოდ  ლეგენდად ქცეული სპორტქარი.

გასული 70 წელი უამრავი აღსანიშნავი მოვლენით გამოირჩევა: განვითარების სხვადასხვა ფაზაზე პორშემ გააფართოვა სამოდელო რიგი: კაიმანი, ბოქსტერი, კაიენი, პანამერა, სპაიდერი, პანამერა სპორტ ტურიზმო… თითეული მოდელის ქვეშ უამრავი განსხვავებული სუბმოდელი განვითარდა, განიცადა სახეცვლილება, დაიხვეწა. მრავალჯერ მოხდა დიზაინისა და ძრავების სრულყოფა, გაუმჯობესება და ეს ყველაფერი არაა.

1948 წლის 8 ივნისს დარეგისტრირდა ფერდინანდ ფერი პორშეს მიერ შექმნილი პირველი ავტომობილი „პორშე 356 #1 როდსტერი“. სწორედ ეს დღე ითვლება პორშეს, როგორც ბრენდის დაბადების დღედ და უკვე 70 წელია პორშე არის საუკეთესო სპორტული ავტომობილების ერთგვარი სინონიმი.

„პორშე 356 #1 როდსტერი“-ის შექმნით კი პორშემ აიხდინა თავისი ოცნება, დაიწყო სპორტული ავტომობილების საკუთარი სახელით წარმოება და შექმნა იდეების ახალი ფილოსოფია: ჩვენ ვიყავით ამბიციურები და ვიზრუნებთ, რომ ამბიციურებადვე დავრჩეთ“.

„პორშე 356 #1 როდსტერი“ლეგენდარული Carrera 911-ის წინამორბედია, რომელიც 1964 წელს შეიქმნა და მთელმა მსოფლიომ აღნიშნა მისი 50 წლის იუბილე.

M: რა მიგაჩნიათ პორშეს, როგორც გლობალური ბრენდის ყველაზე დიდ მიღწევად?

საერთოდ, პორშე უნიკალური კომპანიაა თავისი მკვეთრად გამოხატული იდეალებით. მისი ღირებულებები და ფილოსოფია ვრცელდება ყველაფერზე, რასაც კომპანია აკეთებს და მუდმივად რჩება ამ პრინციპების ერთგული. სწორედ ამ პრინციპების ხორცშესხმამ აქცია “პორშე” საოცნებო მანქანად. ეს არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს ტრადიციებს, ინოვაციურობას, დიზაინს, ფუნქციონალობას, ყოველდღიურ გამოყენებას, ექსკლუზიურობას… თუ გყავს პორშე – ეს ნიშნავს, რომ შეწყვიტე ოცნება და დაიწყე მართვა.

19-ჯერ გაიმარჯვა ლემანის 24 საათიან სარბოლო შეჯიბრში; 6 გამარჯვება WEC-ში; საოცარი რეკორდი ნიურბუგრინგის ტრასაზე 911 GT2 RS ავტომობილით, ყველაზე სწრაფი SUV Cayenne Turbo-ს სახით, რომელიც 3.9 წამში ავითარებს 100 კმ/სთ სიჩქარეს… განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ალბათ, ბოლო დეკადა: ლემანსა და WEC-ში ჰეთთრიკი. მემილიონე 911, საოცარი რეკორდები და რაც უფრო საინტერესოა, დღეს პორშე მომავლის ავტომობილის გამოშვებას აორგანიზებს – სრული ელექტრო სპორტული ავტომობილი Mission E, რომელიც 2019-დან გახდება ხელმისაწვდმი პორშეს მოყვარულებისათვის… ასევე, 2018 წელს პორშემ წარმოადგინა ელექტრო Panamera Cross Turismo მაღალი გამავლობით  და ერთი სიტყვით, წინ ძალიან საინტერესო მომავალი გველოდება… აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს პორშე ბრუნდება Formula-ს რბოლებში საკუთარი გუნდით…

M: რა იგეგმება საქართველოს წარმომადგენლობაში, პორშეს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით?

2018 წლის 8-10 ივნისს პორშე პლანეტის მასშტაბით აღნიშნავს თავის დაბადების დღეს – პირველი სპორტული ავტომობილის დაბადებას და ამ ღონისძიების ლოზუნგია #SportscarTogether. ეს არის დღესასწაული პორშეს მფლობელებისათვის, პორშეს მოყვარულებისათვის, პორშეს გულშემატკივრებისათვის და საერთოდ, პორშეს ყველა ენთუზიასტისათვის. “პორშე ცენტრი თბილისი” იწვევს პორშეს მეგობრებსა და ენთუზიასტებს 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 4 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით, ცენტრში გამოფენილი კლასიკური მოდელების დასათვალიერებლად.

[R]

1 ივნისს, „ლოპოტა სპა რეზორტმა“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლა

მთელი ცხოვრება ავტომობილებით ვარ შეპყრობილი! – იდრის ელბა Grand Basel-ის ემოციურ ვიდეორგოლში