in

ნახეთ: როგორია Porsche 911-ის განახლებული ვერსია

კლასიკურ ავტომობილ Porsche Turbo 911-ის მოყვარულებს სთავაზობენ იმას, რაც მანქანას მთელი ამ წლების განმავლობაში აკლდა…

პროექტზე კომპანია Singer Vehicle Design მუშაობდა. მის დამფუძნებელ რობ დიკინსონს, პორშეს პირველი სუპერმანქანის არსის შეცვლა, პირადი მიზნის გამო სურდა. 1976 წელს, 11 წლის რობმა წითელი კუბოკრული სავარძლების მქონე Porsche 911 გაატარა. და როგორც თავად ამბობს, ამ დიზაინმა მას ვარსკვლავური დარტყმა მიაყენა. 

ღია ცისფერი გარსით, მანქანა ბევრად დახვეწილი ხდება. 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი,18-დიუმიანი ბორბლები, 3.8-ლიტრიანი ორმაგი ტურბო ძრავა აქვს და მას 450 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ფუნქციონალურობას, ფუფუნებასა და კომფორტს კი აქ ხაზს ისეთი დეტალებით უსვამენ, როგორიცაა ელექტრო გათბობის მქონე სავარძლები, კონდიციონერი, კრუიზ კონტროლი, ინტეგრირებული უკაბელო დამტენი და სანავიგაციო სისტემა.

70 მანქანა უკვე დაჯავშნილია, თუმცა Porsche-ს ფასი ჯერ კიდევ უცნობია… ვარაუდობენ, რომ ღირებულება 1 მილიონ დოლარს მიაღწევს და იგი 2022 წლის “გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე” გამოჩნდება.

არიქა, კონკურსია! შეგიძლია ისწავლო ჰარვარდში, სტენფორდში, მოიგო MacBook ან Apple Watch!

ყინულის ტბა – ხალხის რჩეული ფოტო “Wildlife Photographer of the Year” ნომინაციაში