in

როგორი იყო 70-იანი წლების გამორჩეული სპორტქარი? – Porsche 928

როდესაც Porsche 928 პირველად წარდგა მომხმარებლის წინაშე, მისი დიზაინი იყო სრულიად განსხვავებული არსებული ავტომობილების დიზაინისგან. ეს იყო მომავლის მანქანა, რომლის მსგავსიც იმ დროისთვის კინოშიც კი არ იყო გადაღებული. 1978 წელს Porsche 928-მ ევროპის წლის ავტომობილის ტიტული აიღო, რადგან იმ დროსთან შედარებით, ავტომობილი რამდენიმე წლით უსწრებდა რეალობას მისი დახვეწილი დიზაინით, ძრავით და რაც მთავარია, მდიდრული ინტერიერით. დღესაც, როდესაც ეს ავტომობილი ქალაქის ქუჩებში ხვდება, ყოველთვის ბევრ შეძახილსა და ოვაციას იმსახურებს.

BOG
BOG

1978-1995

Porsche 928-ის შეიქმნა 911-ის ჩასანაცვლებლად, რომელსაც მიუხედავად დიდი წარმატებისა “პორშე” არასახარბიელო მომავალს უწინასწარმეტყველებდა. 928-ს სრულიად ახალი ავტომობილების ერა უნდა დაეწყო.

სამყარომ Porsche 928 1978 წელს იხილა, ახალი 8 ცილინდრიანი ძრავით – 5 სიჩქარიანი მექანიკა და 3-4 სიჩქარიანი ავტომატიკა. მას შემდეგ, დაიხვეწა ძრავიც, რომლის მოცულობაც 1978 წელს 4.5 ლიტრი იყო, ხოლო 1995 წელს 5.4 ლიტრს და ჯამში, 345 ცხენის ძალას მიაღწია.

მისმა დახვეწილმა თანამედროვე დიზაინმა და დიდმა ძრავმა, უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. ეს “უცხო ხილი” არც ჰოლივუდის რეჟისორებს გამორჩენიათ და 80-იანი წლების ისეთ საკულტო ფილმში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა „უცნაური მეცნიერება“, „სარისკო საქმე“ და „ნაიარევი სახე“, ალ პაჩინოს შესრულებით. ამის შემდეგ, Porsche 928 ყველა ადამიანის ოცნების ავტომობილად იქცა.

მაშინ როდესაც საშუალოდ Porsche 928 – $78,000-ად იყიდებოდა,1979 წლის Porsche 928, რომელსაც ფილმში „სარისკო საქმე“ ტომ კრუზი მართავდა, 2 წლის წინ დაახლოებით 490 000$-ად გაიყიდა. როგორც ტომ კრუზი თავად აცხადებს, ეს პირველი 5 სიჩქარიანი ავტომობილი იყო, რომელიც მან ფილმში დამოუკიდებლად ატარა.

1983 წლისთვის პორშემ 928 S გამოუშვა, რომელიც 1983 წელს ყველაზე სწრაფ ავტომობილად ითვლებოდა. დღესდღეობით კი, ის პორშე პანამერას წინაპრად ითვლება.

Porsche 928 იმ უიშვიათეს მოდელებს შორის არის, რომლის ხელახლა გამოშვებას ავტოენთუზიასტები კვლავ მოითხოვენ. დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ პორშე შეიძლება გეგმავდეს, 2020 წელს, ახალი მომავლის ავტომობილის გამოშვებას, თუმცა ჯერჯერობით, ხმები ხმებად რჩება, ხოლო Porsche 928 – ჩვენს კედლებზე საოცნებო ავტომობილის პოსტერად.

ბულინგი დომინოს ეფექტით! – Movistar-ის ვიდეორგოლი მნიშვნელოვანი გზავნილით

როგორ დაიწყო საქმე, რომელსაც თავს არიდებ?