“თუ გაიაზრებ როგორ ფუნციონირებს მექანიზმი, მისი ვიზუალი უკვე ცხადი ხდება” – ფერდინარდ პორშე.
944-ის სპორტულ ავტომობილებს პორშე 1982 წლიდან აწარმოებდა, ეს იყო უკანა წამყვანთვლებიანი სპორტული ავტომობილი, რომელიც მისი წინამორბედის, 924-ის ბაზაზე შეიქმნა. იწარმოებოდა როგორც კუპე, ასევე კაბრიოლეტი, როგორც უტურბინო, ასევე ტურბინიანი 2.5 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ძრავი.

მიუხედავად იმისა, რომ 944-ის დიზაინი 924-ზე იყო შექმნილი, მას დამატებული ჰქონდა უფრო მკაფიო შტრიხები და გამოკვეთილი დეტალები და სულ მალევე 944-მა მომხარებელში „ნამდვილი პორშე“ -ს სახელი დაიმკვიდრა. 163000-ზე მეტი გაყიდული მოდელით, 944 პორშეს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ავტომობილებად აღიარეს და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ბაზარზე პორშემ ბოქსტერი და კარერა 997 წარმოადგინა.
944 ითვლება როგორც პორშეს და ფოლკსვაგენის ერთობლივ პროექტად, რომელიც ევროპაში, როგორც პორშეს, ასევე ფოლკსვაგენის სახელით გამოდიოდა. 1983 წელს კი 944 Car and Driver’s-ის მიერ წარმოდგენილ საუკეთესო ავტომობილებს შორის 3 წლის განმავლობაში საპატიო ადგილს იკავებდა.

1986 წელს, ტურბინიანი ძრავის დამატების შემდეგ, ავტომობილი 217 ცხენის ძალას ანვითარებდა და 60კმ/სთ-ის აჩქარებას 5.9 წამში ახერხებდა.
მაშინ, როდესაც 80-იანი წლების ავტომობილის მწარმოებელი კომპანიები კვლავ მძღოლის აირბაგის დახვეწაზე მსჯელობდნენ, პორშე 944 იყო მოდელი, რომელმაც პირველად წარმოგვიდგინა როგორც მძღოლის ასევე მის გვერით მჯდომი მგზავრის უსაფრთხოების ბალიში. ეს ყველაფერი კი პორშეს საყვარელ სპორტულ ავტომობილს ასევე ყველაზე უსაფრთხოს ხდიდა.
პორშეს 944-ის წარმოება 1992 წელს შეწყდა. „როდესაც ინჟინერებმა 944-ის გაუმჯობესებაზე დაიწყეს ფიქრი, მივხვდით რომ ძალიან ბევრი ახალი ნაწილი უნდა შეგვექმნა, ამიტომ ახალმა ნაწილებმა სრულიად ახალი ავტომობილი დაგვიხატა და რატომაც არა, შევცვალეთ ძრავიც, ვიზუალიც და გადავედით ახალ 964-ის თაობაზე“ – ფერდინარდ პორშე.

პორშე 944 30 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას, ის ბევრი რეჟისორის საყვარელ ავტომობილად ითვლება და 15-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. კინორეჟისორ რობერტ როდგირესისთვისაც კი ის საყვარელი ავტომობილების სიის პირველ ადგილს იკავებს, რომლის ფილმშიც „მაჩეტე“ ხშირად მოკრავთ პორშეს ამ შედევრს თვალს.














