2022 წლის პირველ ნახევრაში Porsche 963 LMDh-მა, ტესტირებების შედეგად, უკვე გაიარა იმაზე მეტი კილომეტრი, ვიდრე „ლე მანის” რბოლაზე დაფიქსირებული ყველაზე გრძელი მანძილია. შესაბამისად, ბრენდმა გამოამჟღავნა, რომ მისი მოდელი მზადაა რბოლაში მონაწილეობის მისაღებად. ეს ყველაფერი არ არის, რადგან Porsche-მ განცხადება დახურა ახალი ამბებით, რომ სამუშაო მანქანებთან ერთად ისინი შესთავაზებენ მომხმარებელს სარბოლო მანქანების პროგრამასაც.
აღსანიშნავია, რომ „ლე მანის” 24-საათიან რბოლაში პორშემ ბოლოს 25 წლის წინათ მოიგო. წელს Goodwood-ის სისწრაფის ფესტივალზე პორშემ წარადგინა სარბოლო დიზაინის მოდელი – 963 LMDh. მას ბრენდის კლასიკური ფერები აქვს: წითელი, თეთრი და შავი. ასევე, სპეციალურად რბოლისთვის შეირჩნენ რბოლისთვის მძღოლებიც. მძღოლები 680 ცხენის ძალის მქონე სარბოლო მანქანას გამოიყვანენ GTP კლასში, რითაც პორშე თავის ადრეულ დიდებას გაიხსენებს. ბოლოს პორშემ ამ კლასში იასპარეზა მოდელით #962.
ცოტა მეტი გავიგოთ თავად მანქანის შესახებაც: მოდელი არის სრულიად თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი. როგორც გითხარით, 680 ცხენის ძალას ფლობს და ის დაფუძნებულია ძრავაზე, რომელიც RS Spyder-ის სარბოლო ვერსიაა. ავტომობილი რაღაცით ჰგავს 962 მოდელს, თუმცა მანქანის უკანა ნაწილი 963-ს სრულიად განსხვავებული აქვს და აქვს ისეთი დეტალებიც, რომლებიც 911 მოდელით შთაგონებაზე მიგვანიშნებს.