in

90-იანების “ოცნების ავტომობილი” – Porsche 964

“მე ვერ ვნახე ჩემი ოცნების ავტომობილი, ამიტომ გადავწყვიტე ის შემექმნა” – ფერდინარდ პორშე.

BOG
BOG

თუ ოდესმე სპორტულ ავტომობილზე გიფიქრიათ, ალბათობა იმისა რომ თქვენს ფიქრებში პორშე არ ფიგურირებდა, საკმაოდ მცირეა. ეს 1932 წელს დაარსებული გერმანული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია, რომლის თითქმის ყველა მოდელი იდეალურ სპორტულ ავტომობილთან ასოცირდება – დახვეწილი დიზაინით, მოქნილობით, მანევრის ხასიათით და რა თქმა უნდა, სიმძლავრით.

პორშეს ხსენებისას, რათქმა უნდა პირველი ყველას 911 გვახსენდება, რომელმაც სრულიად შეცვალა სპორტული ავტომობილების აღქმა.

Porsche 964-ის ხაზი კი  პორშე 911 კარერა 2 (უკანა წამყვანი თვლებით) და კარერა 4 (ოთხივე წამყვანი თვლებით) მოდელებს აერთიანებს, ეს ტერმინი – 964 ავტოენთუზიასტების მიერ შეიქმნა და  თავის თავში კარერას ამ ორ თაობას გამოარჩევს.

თავდაპირველად, პორშე 911-ს პორშე 901 ერქვა და ამ სახელწოდებით 82 ავტომობილი ააწყვეს, თუმცა ავტომობილის მწარმოებელმა კომპანია პეჟომ ეს ფაქტი გააპროტესტა და განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ ექსკლუზიური უფლება საფრანგეთში, გამოეშვათ ავტომობილები სამციფრიანი სახელწოდებით, რომელსაც შუაში ნული ექნებოდა. ამიტომ იმის მაგივრად, რომ საფრანგეთისთვის მათ დასახელება შეეცვალათ, პორშემ მთლიანათ შეცვალა სახელი რომელიც დღემდე 911-ით არის ცნობილი.

პორშე 964 – 1989 წლიდან 1994 წლამდე იწარმოებოდა და ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ შეგვაყვარა თავი და კიდევ უფრო კარგად დაგვანახა პორშეს უნიკალურობა და შესაძლებლობები.

პორშე 964-ს ერთი შეხედვით სადა ვიზუალი ახასიათებს, როგორც ამბობენ, მას არც არაფერი აკლია და არც გადაჭარბებული დეტალებით გამოირჩევა, თუმცა უნიკალური 6 ცილინდრიანი ძრავის ხმა, მას ყველაზე ძლიერ და აგრესიულ ავტომობილებად ხდიდა 911-ის ისტორიაში.

მისი აგრესიული სულის მიუხედავად, ეს მოდელი პირველად მოიცავდა ისეთ მახასიათებლებს როგორიც არის ზამბარებიანი დაკიდების სისტემა, ABS და ჰიდრავლიკა და გაუმჯობესებული აეროდინამიკა. ეს ყველა მახასიათებელი კი მას უფრო მარტივ სატარებელს ხდიდა. პორშე 964 -წარმოდგეგნილი იყო როგორც კუპე, კაბრიოლეტი და თარგა და მის 85% -ს სრულიად ახალი ნაწილები შეადგენდა.

1990 წელს პორშე 964 უკვე ტიპტრონიკული ტრანსმისიით გამოვიდა, რაც მას სატარებლად უფრო კომფორტულს ხდიდა და ასევე უნარჩუნებდა მის სპორტულ მახასიათებლებს – მაქსიმალური სიჩქარე 256 კმ/სთ. რაც შეეხება ძრავს, 964-ის ყველაზე წარმატებული მოდელი კარერა 4 – 3.6 ლიტრიანი ძრავით მიიჩნევა, რომელსაც 250 ცხენის ძალა აქვს, თუმცა ასევე აღსანიშნავია 3.6 ლიტრიანი ტურბინიანი ძრავი და შემდგომში უკვე RS და RSR მოდელები გაზრდილი 3.75 ლიტრიანი ძრავით.

პორშე 964-ის ისტორია 1994 წელს სრულდება, თუმცა ამ 5 წლის განმავლობაში ამ მოდელებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს პორშე 911-ის განვითარებაში რომელსაც კონკურენტი ავტომობილი დღემდე რთულად მოეძებნება.

პორშეს 2006 წლის მაისში ყველაზე პრესტიჟული ავტომობილის ტიტული მიენიჭა. მისი ყველაზე პოპულარული მოდელი დღემდე 911-ია. როგორც ავტოექსპერტები ამბობენ თუ ოდესმე შემთხვევით აღმოჩნდებით პორშეს ავტომობილში, თქვენი სამომავლო მიზანი სწორედ ეს მისი ფლობა იქნება.

10 ივნისს, „რესპუბლიკაში“ Nik West-ის კონცერტი გაიმართება

ტექნოლოგიების ეპოქა!- 958 დრონით აწყობილი ჟურნალის გარეკანი