7
ივნ
2018

პორშეს პირველი 6 სიჩქარიანი კლასიკური მოდელი! – Porsche 993

7 ივნ 2018

“შეცვლა მარტივია, გამოსწორება კი საკმაოდ რთული” – ეს კომენტარი ფერდინარდ პორშემ 1993 წელს ნიუ-ორკის ერთ-ერთ გაზეთში გააკეთა, სადაც მომდევნო წლის პორშე 993-ზე საუბრობდა.“ ჩვენ შევცვალეთ ყველაფერი, გავაუმჯობესეთ დიზაინი, ინტერიერი, გავზარდეთ ძრავი და გავხადეთ სატარებლად უფრო მარტივი – და ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ 911-ის ვიზუალი და ხასიათი არ დავკარგეთ – აი, ეს იყო ყველაზე რთული“.

პორშე 993 – პორშეს ლეგენდარული 911-ის ოჯახის წევრია, რომელიც 1994 წლიდან ჩაეშვა წარმოებაში და წინამორბედი კარერა 4 და კარერა 2 ჩაანაცვლა. ეს მოდელი გახდა პორშეს „ჰაერით გაგრილებადი“ ავტომობილების ბოლო წარმომადგენელი და მას მოიხსენიებენ როგორც 911-ის საუკეთესო და ყველაზე სასურველ ავტომობილად, არა მხოლოდ მისი სილამაზის გამო, არამედ მისი შესაძლებლობების და თანამედროვე სტანდარტების გამო. როგორც ამბობენ: 993 იყო და ყოველთვის დარჩება ბოლო „ჰაერით მსუნთქავ“ ავტომობილად, რომელიც პორშემ მსოფლიოს აჩუქა.

სხვადასხვა სტატიებში მას მოიხსენიებენ ძველის და ახლის ისეთ სინთეზად, რაც ჯერ არცერთ ავტომობილში არ ყოფილა. საუკეთესო მართვა, საუკეთესო მუხრუჭი და საუკეთესო მანევრი.

993 საგრძნობლად გაუმჯობესებული იყო მის წინაპარ მოდელებთან შედარებით, მისი ნაწილების უმეტესობა შეიქმნა სპეციალურად ამ მოდელისთვის და მხოლოდ ნაწილების 20% ერგო მას წინაპრებისგან. როგორც კომპანიაში აცხადებნენ, მის სამართავად არ გჭირდებოდა განსაკუთრებული ტარების ნიჭი, რადგან 993-ს სერია თავად ხვდებოდა შენს სურვილს და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გისრულება. 993-ს ასევე წილად ხვდა ყოფილიყო პირველი მოდელი, რომელიც 6 სიჩქარიანი გადაცემის კოლოფს ფლობდა.

პორშე 911-ის თაობის მსგავსად, 993-იც წარმოდგენილი იყო როგორც უკანა წამყვანი, ასევე ოთხივე წამყვანი თვლით, 3.6 ლიტრიანი M64 ძრავით.

მაშინ, როდესაც მისი წინამორბედი 964 სერია 247 ცხენის ძალით გამოირჩეოდა, 1995 წლის პორშე 993-ს 272 ცხენის ძალა ჰქონდა, რაც თავისთავად მის  ხმაურზეც მეტყველებდა. 1966-97 წლებში კი ხმაური უფრო გაიზარდა და საბოლოოდ 285 ცხენის ძალას მიაღწია, რაც მის წინამორბედზე 15%-ით მეტი იყო.

1995 წელს კიდევ ერთ სიახლეს გვთავაზობს 993 და ძრავს ტურბინას ამატებს, რაც საბოლოოდ ხმაურთან ერთად, 402 ცხენის ძალას და გაუმჯობესებულ აჩქარებას გვაძლევს.

პორშეს ყველაზე წარმატებულ პროექტებს შორის 993-ს საპატიო ადგილი უჭირავს, მისმა გაყიდვებმა, 4 წლის განმავლობაში, 68000 შეადგინა, რაც საგრძნობლად დიდი იყო მის წინამორბედ 964-ზე.

1994 წელს, პორშე 993 მოღვაწეობას ამთავრებს, მისი ბოლო სიმბოლური გამოსვლა კი 1994 წლის ფორმულა ერთის ეტაპზე მოხდა, სადაც ის უსაფრთხოების მანქანის როლს ამაყად ასრულებდა.

განხილვა