სპორტული სილუეტი ელეგანტურად მიუყვება მთის ბილიკებს. ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში მყოფი Taycan 4S-ის წარსადგენად, პორშემ ბრენდ Takuma-სთან დაიწყო თანამშრომლობა. ამიტომ, ვიდეორგოლში, Taycan 4S-ის გარდა, ვხედავთ Efoil Carver 2-სსაც, რომელსაც ტაიტიელი მხედარი მატაჰი დროლეტი მართავს. ამგვარად, ეს ორი ელექტრომობილი, რომელთაგან ერთი მთის ლანდშაფტს იპყრობს, მეორე კი, წყალქვეშა სამყაროს, შთამბეჭდავ თავგადასავალს ქმნის პირენეისა და კორსიკის პეიზაჟების ფონზე. ყოველივე ეს კი, ჩუმ ინტენსივობას გვიჩვენებს, რაც 100%-ით ელექტრო მოწყობილობებისთვისაა დამახასიათებელი. კამპანიაზე სააგენტო Ores Group-მა იმუშავა.
Porsche-ს მდუმარე ინტენსიურობა











