in

Porsche-მ მძღოლების ბიომეტრიული მონაცემებით ცხარე სოუსი შექმნა!

ამბავი ასეთია — Porsche-მ Cayenne Taste Drive ჩაატარა, რომელიც სულაც არ ჰგავს ტრადიციულ სატესტო სვლებს, რადგან ავტომწარმოებელმა მძღოლები თავიანთი Cayenne-ის მოდელით წიწაკების ფერმაში მიიწვია. საბაზისო უნარებისთვის შესაბამისი კურსიც გაატარეს და როცა მძღოლები გამოწვევებს უმკლავდებოდნენ, ბიომეტრიულ მონაცემებს აგროვებდნენ, იქნებოდა ეს გულის სიჩქარე თუ სახის გამომეტყველება. შემდეგ კი მიღებული მონაცემები პერსონალიზებული Scoville-ის რეიტინგის შესადგენად გამოიყენეს. კულინარიულ საზომებზე თუ არაფერი გაგეგებათ, გეტყვით, რომ მას ჩილი წიწაკისა და სხვა ცხარე საკვების სიმწარის დონის დასადგენად იყენებენ.

შედეგად, Porsche-მ უნიკალური, შეზღუდული გამოშვების სოუსები შემოგვთავაზა, რომელთაგანაც თითოეული Porsche-ს Cayanne-ის მოდელის განსხვავებულ ასპექტებს ასახავს.

Original ტკბილ, ნივრის არომატს გთავაზობთ, სავსეა სანელებლებით, რათა Cayanne-ის მრავალფეროვნება ასახოს. ხოლო Cayenne S მათთვისაა, ვინც მეტ სიცხარეს ეძებს — წიწაკის, მანგოსა და ანანასის შერწყმას გთავაზობთ. აქვეა Porsche-ს E-Hybrid-ით შთაგონებული ორი სოუსი ვაშლით, მწვანე წიწაკით, ჯანჯაფილითა და ჰალაპენიოთი. GTS კი უკვე შავი ალუბლისა და სამნაირი წიწაკის გემოებს გაზიარებთ. რაც შეეხება Turbo GT-ს, იგი ჩიპოტლესა და Ghost Peppers-ის გემოებს აერთიანებს…

კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო Angry Butterfly-მ იმუშავა. 

რა ჩავიცვა? — Zalando მეტროს დრამას გვაზიარებს

Studio Ghibli-მ უფასო სამაგიდო თამაში გამოუშვა