კონცეპტუალური არტისტი ქიზილ სალემი ცნობილია თავისი ორიგინალური იდეებით. ბოლო დროს წარმოდგენილი Jeep wrangler-ის შემდეგ, ის ახლა Volkswagen-ის საკულტო „ხოჭოს” რედიზაინს გვთავაზობს. ახალმა რენდერმა მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან სალემმა ის პორშე 992 GT3-ად აქცია.
„პორშეს თაყვანისმცემლებთან ბოდიში”, – წერს ის თავის ინსტაგრამზე. „დიდი ხანია, წარმოდგენილი მაქვს, როგორი იქნებოდა მოდერნიზებული „ჟუკი” და ასეთი გამომივიდა. რატომაც არა?!”.

არტისტმა მანქანის რენდერი შექმნა youtube შოუსთვის, სახელად rendered. ის porsche 992-ის წინა და უკანა მახასიათებლებს VW ჟუკის საკულტო ფორმასთან აერთიანებს.
„ეს საკმაოდ სახალისო პროცესია. ვერთობი, როცა ვფიქრობ, სად როგორი ფორმები მინდა, რომ იყოს ახალ მოდელზე. საბოლოოდ, ძალიან ბედნიერი ვარ შედეგით!”, – ამბობს არტისტი.











