in

„პორშე ცენტრი თბილისის“ ყველა თანამშრომელი აცრილია

„თეგეტა მოტორსი“, ჰოლდინგში შემავალ კომპანიებთან ერთად, თანამშრომელთა და მომხმარებელთა უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით, განაგრძობს ვაქცინაციის კამპანიას „თეგეტა მწვანე ზონა“.  „პორშე ცენტრი თბილისი“ პირველი აღმოჩნდა, სადაც ყველა თანამშრომელი უკვე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არის აცრილი.

დღეიდან, „პორშე ცენტრი თბილისი“ მწვანე ზონაა და დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე „შოურუმში“ მისულ მომხმარებელს ვაქცინირებული თანამშრომლები მოემსახურებიან. პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში, კომპანია აცნობიერებს პასუხისმგებლობას როგორც დასაქმებულების, ისე მომხმარებლის მიმართ. თბილისის პორშეს ცენტრის მიზანია, დაიცვას მისი გუნდის წევრები, მომხმარებელი და ამასთან, წვლილი შეიტანოს პანდემიის დამარცხებაში. კომპანიაში, რომელსაც ქართულ ბაზარზე საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, თანამშრომელთა 100% უკვე აცრილია.

„ „პორშე ცენტრი თბილისის“ გუნდისთვის მნიშვნელოვანია ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენთვის თანამშრომლების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია. ვაქცინაციას კი, წესების დაცვასთან ერთად, პანდემიის შესაჩერებლად, ალტერნატივა არ აქვს. დიდი მადლობა ჩვენს თითოეულ თანამშრომელს აქტიურობისა და პასუხისმგებლობისთვის “ – ამბობს „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი პეტრე წაქაძე. 

ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის გასაზრდელად, „თეგეტა ჰოლდინგის“ ყველა თანამშრომლისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2 კვირაა, აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. კომპანია თანამშრომლებს იმუნიზაციის პროცესში ეხმარება, როგორც რეგისტრაციის, ისე ვაქცინაციის კაბინეტებში ტრანსპორტირების უზრუნველყოფით. „თეგეტას“ გუნდის წევრებს, ყოველდღიურად, ეგზავნებათ ცნობიერების ასამაღლებელი ინფორმაცია, სანდო წყაროებზე დაყრდნობით. კვირაში ერთხელ, იმართება შეხვედრა პროფესიონალებთან, ექიმებთან და ჯანდაცვის სპეციალისტებთან, რომლებიც „თეგეტელების“ კითხვებს პასუხობენ, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. საორგანიზაციო და საინფორმაციო ნაწილის გარდა, კამპანია წამახალისებელი საჩუქრებს და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

7 ამბავი გაპიროვნებულ გაჯეტებზე – 4MEDIA-ს PRINT-კამპანია, „ერთი კლიკით შეყვარება“

ტრანსფერი, როგორც მარკეტინგული გეგმის ნაწილი – რონალდუ მანჩესტერში დაბრუნდა