მართალია, ძველსა და ახალს შორის განსხვავების საპოვნელად შეიძლება სათვალის მორგება დაგჭირდეთ, მაგრამ Porsche-მ ახლახან განაახლა თავისი საკულტო ლოგოს უახლესი ვერსია და ერთად ვნახოთ, რა გამოუვიდა.
ცვლილებები, რა თქმა უნდა, არ ეხება ლოგოს ფორმას, თუმცა, კარგად თუ დავაკვირდებით, ახალ ვერსიაში დეტალები ბევრად გამოთლილია, ვიდრე ძველში. გლუვი ნაწილი გვეხმარება, რომ უკეთესად ამოვიკითხოთ დასახელება – Porsche. ამ ვერსიაში უფრო გამოკვეთილად ჩანს სიტყვა STUTTGART-იც. შეიცვალა წითელი ხაზებიც, რომლებიც ახლა ბოჭკოვან ქსოვილს მოგვაგონებს.
ბრენდის არსებობის ისტორიაში მისი ლოგო 5-ჯერ განახლდა. უკანასკნელი განახლება 2008 წელს მოხდა, ახლა კი, უკვე 2023 წლიდან Porsche ახალი საკულტო ნიშნით იპოზიციონირებს.