სრულად ელექტრო Macan-ის მსოფლიო პრემიერასთან დაკავშირებით, Porsche-მ თავის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კამპანია დაიწყო. 2019 წელს Porsche Taycan-ის წარმატებული გამოშვების შემდეგ, Macan ბრენდის მეორე სრულად ელექტრო მოდელია.
„ახალი მოდელით კიდევ უფრო ვაუმჯობესებთ პორშეს, როგორც თანამედროვე და პროგრესული ბრენდის იდენტობას. ჩვენი კამპანიის სლოგანი „შეინარჩუნე შენი არსი“, პორშეს დაპირებას სამი სიტყვით აჯამებს: დარჩე საკუთარი თავის ერთგული ცვლილებებით სავსე სამყაროში. ამით მომხმარებლებს პირობას ვაძლევთ, რომ სრულად ელექტრო Macan იქნება 100 პროცენტით Porsche და 100 პროცენტით Macan“, — განმარტავს ოლივერ ჰოფმანი, Porsche AG-ის მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
აქვე დასძენენ, რომ კამპანია თანამედროვე, მომავალზე ორიენტირებული მიზნების ამსახველია.