in ,

საქართველოს გუნდი ახალი Porsche Cayenne S-ის თავგადასავალში! ტური შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე!

1550 კილომეტრი, 3 ქვეყანა, 5 დღე, 10 ქვეყნის 14 გუნდი და თავგადასავლის მთავარი გმირი – ახალი Porsce Cayenne S! – სწორედ ეს არის პორშეს მიერ ორგანიზებული ღონისძიება – “Porsche Performance Drive”, რომელიც სტარტს 9 ოქტომბერს ტრაბზონში აიღებს, საქართველოს 3 დღით ესტუმრება და 14 ოქტომერს ბაქოში დასრულდება! ღონისძიების მიზანი ახალი ავტომობილის ტესტირებაა.

bog
bog-mob

საქართველოს გუნდი წელს პირველად მონაწილეობს პროექტში და 8 ნომრით იასპარეზებს. ოთხი ადამიანისგან შემდგარი გუნდი საქართველოს პორშეს წარმომადგენლობიდან და მედიებიდან დაკომპლექტდა.

ქეთევან ხუნწარია (Porsche center Tbilisi), შალვა ბუაჩიძე (Auto Bild Georgia), პაატა იაკობაშვილი (Rustavi 2), აკო ახალაია (Marketer.ge)

porsche-georgia

ხუთი დღის განმავლობაში მონაწილე გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებული კი 14 ოქტომბერს გახდება ცნობილი! საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია საქართველოს გუნდს ჰქონდეს მხარდაჭერა მის ოფიციალურ FB-გვერდზე. თვალი ადევნეთ მოვლენების განვითარებას:

http://on.fb.me/1yGfLzW

ვიდეო 2013 წლის შეჯიბრიდან!

McDonald’s -მა მოგონებები შეაგროვა

Startup მარანის მეორე ღონისძიება 29 ნოემბერს გაიმართება!