in

რა არის სული? როგორი ხმა აქვს? სად არის? – Porsche-ს პასუხი ქართველ აუდიტორიას

წარმოიდგინეთ, რომ სული არის შინაარსი და სხეული არის ფორმა… ასე, კიდევ უფრო ადვილია, ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმსა თუ არაცოცხალ სხეულს სული შთავბეროთ და მისი არსი გავიაზროთ. 

პორშე ცენტრი თბილისის“ ბოლოდროინდელი კამპანია სწორედ ზემოთქმულს ადასტურებს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში მოღვაწე ერთმანეთისგან სრულიად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ერთსა და იმავე კითხვას უსვამდნენ: 

„რა არის სული?“

და პასუხები იყო ისეთივე განსხვავებული, როგორც მათი ავტორების პროფესიები: ფილოსოფოსი, მუსიკოსი, ექიმი, მწერალი, ავტომრბოლელი…

„ეს არის წამი, როდესაც ჩემი ფიქრი მიდასტურდება გრძნობით…“ – ანდრო დგებუაძე.

„სული არის სუბსტანცია, რომელიც იშლება და ნაწილდება…“ – ნიკა მაჩაიძე.

„სული ხელოვნებაა, არტია სხეულისა…“ – არსენ გვეტაძე.

და რატომ დაინტერსდა „პორშე ცენტრი თბილისი“ სულით? – ამ კითხვაზე პასუხი ბრენდის მთავარ მამოძრავებელ ძალაში უნდა ვეძებოთ:

მიუხედავად იმისა, რომ ყველა პასუხი განსხვავებულია, ყველა მათგანს აერთიანებს „გრძნობა“ – როგორც სულის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანი. ეს კი Porsche-ს ღირებულებებთან ძალიან ახლოს დგას. სწორედ შეგრძნებებზეა აგებული „პორშეს“ ბრენდი და შესაბამისად, მის ახალ ავტომობილთან დაკავშირებული საკომუნიკაციო კამპანიის ამოსავალი წერტილიც ჩვენი ცნობიერი გამოცდილება (ანუ, შეგრძნება) გახდა – პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი. 

„სულის ელექტრიფიცირება“ ასე ჟღერს „პორშეს“პირველი ელექტრომობილი „ტაიკანის“ მთავარი საკომუნიკაციო გზავნილი, რომელიც ბრენდის ემოციურ, სპორტულ რაობას ტრანსპორტის ელექტრულ ენერგიაზე გადაყვანის მიუხედავად, ინარჩუნებს.

კამპანიის მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო: ქართველ აუდიტორიამდე „ტაიკანის“ ღირებულებების ჩვენთვის გასაგებ ენაზე მიტანა. 

„სული ჩემთვის არის ადამიანად ყოფნის გამართლება…“ – გიორგი კეკელიძე.

„სული არის ის, რასაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ვგრძნობთ…“ – დავით ქაჯაია.

უფრო ზუსტად, რას ვგულისხმობთ მაშინ, როცა Porsche-ს ბრენდის სულზე ვსაუბრობთ, პეტრე წაქაძე გვიყვება:

„პორშეს“ ბრენდი უკვე ლეგენდარულ 70 წლიან ისტორიას ითვლის. მისი ლეგენდარულობა ორი მთავარი მიზეზითაა განპირობებული: პირველი გამოცდილებას, ცოდნასა და შრომას ეყრდნობა, „პორშე“ არასდროს ღალატობს მისთვის დამახასიათებელ მაღალ ხარისხს, პროფესიონალიზმსა და ინოვაციურობას. მეორე მიზეზი კი აბსტრაქტულია – ემოცია, მთავარი კავშირის დამამყარებელი მომხმარებელსა და ავტომობილს შორის – შეგრძნება, რომელსაც მძღოლი „პორშეს“ მართვისას იღებს.

ყველა მოდელი 911-ის DNA-ით იქმნება და ბრენდის სპორტული სული იგრძნობა როგორც მის ქროსოვერებში, ისე ბიზნესკლასის სედანის ტიპის ავტომობილებში. სწორედ ამიტომ, ბრენდი ხშირად იყენებს „სულს” იმის განსამარტად, რომ ყველა ავტომობილი ერთი სპორტული ხასიათის მატარებელია, მათ შორის, ტაიკანიც, რომლის „სული“ იგივე დარჩა… ის ზუსტად ის ემოციური „პორშეა“, რომელიც გიყვართ, მაგრამ განსხვავებული ენერგიის წყაროთი“, – განმარტავს პეტრე წაქაძე 

კამპანიაზე „პორშე ცენტრი თბილისთან“ ერთად სააგენტო „ლუმენმა“ იმუშავა. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, მთავარი ამოცანა მომხმარებლამდე ბრენდის საკომუნიკაციო მესიჯის მიტანა იყო. დასმული ამოცანა კი მარტივი და ეფექტური იდეით გადაიჭრა – აუდიტორიამდე საკომუნიკაციო მესიჯი კითხვის სახით მივიდა და როგორც პეტრე წაქაძე ამბობს, კომუნიკაციის ეს ფორმა საკმაოდ გამოწვევი აღმოჩნდა, რამაც აუდიტორიის მაღალი ჩართულობა უზრუნველყო. 

Porsche-სთვის სული შენი გრძნობების ნაწილია, რომელსაც ძრავის ხმა აქვს და მუდმივი მოძრაობისკენ გიხმობს.

და თქვენთვის, თქვენთვის „რა არის სული“?

ავტორი: თიკა გეგენავა

ლიტერატურის გაზიარების ახალი შესაძლებლობა საბასგან

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა“, საქართველოში, ვირტუალური კარიერული ფორუმი ჩაატარა