in

Spotlight-ის ოფიციალური ავტომობილია Porsche!

სფოთლაითის ისტორია 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც ღონისძიებამ პირველად მოუყარა თავი ასეულობით მარკეტერს და შექმნა დღე, რომელიც არავის დაავიწყდება. სულ მალე, სფოთლაითის საიუბილეო, მე-10 ღონისძიება 23-24 დეკემბერს ჩატარდება და ამჯერად, განსხვავებულ ფორმატში, ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს სტუმრებს. წლების მანძილზე, სფოთლაითი წლის მთავარი მარკეტინგულ დღესასწაულად იქცა. ესაა ადგილი, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. ღონისძიების ოფიციალური ავტომობილია Porsche. Spotlight-თან მეგობრობაზე Porsche Center Tbilisi-ის მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი თათო ხოსროშვილი გვესაუბრა.

M: როგორც მრავალი წლის მხარდამჭერს, რა ღირებულებები გაერთიანებთ პორშესა და Spotlight-ს?

სფოთლაითსა და პორშეს ბევრი საერთო აქვთ; სამ ძირითად მახასიათებელს გამოვყოფ: ღირებულებების ერთგულება, მუდმივი წინსვლის სურვილი და საკუთარი რეკორდების გაუმჯობესებისკენ სწრაფვა. Spotlight-ის ისტორია უკვე 10 წელს ითვლის. ყოველი წელი კი განვლილზე უკეთესია. მაგალითად, ყოველწლიურად იზრდება ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა, YouTube ნახვები, სულ უფრო მცირდება ბილეთების გაყიდვის დროც… განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვაა პორშეს მთავარი პრინციპიც – იქნება ეს ნურბურგრინზე საუკეთესო შედეგის ჩვენება თუ ლე მანი 24-საათიანი რბოლის მოგება. პორშე უკვე 75 წელია ერთი მთავარი ღირებულების ერთგულია –  იყოს საუკეთესო სპორტული ავტომობილების მწარმოებელი. 

4 წლის წინ, პორშე შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების პარალელურად, ელექტრომობილების წარმოებაც დაიწყო. მაშინ ეს ყველაზე თამამი ნაბიჯი იყო უახლეს ისტორიაში.  სწორედ ამ გადაწყვეტილების შედეგად დღეს ჩვენ გვყავს სრულად ელექტრო პორშე ტაიკანი, რომლის საუკეთესო ელექტრომობილობა უკვე დადასტურებულია 40-ზე მეტი ჯილდოთი და არაერთი რეკორდით.  

რაც შეეხება სფოთლიათს, ისტორია 10 წლის წინათ დაიწყო. პროექტის  მთავარი ღირებულება იმ ადამიანების გაერთიანება იყო, რომლებიც გამუდმებით სიახლის ძიებაში არიან, აქვთ შეკითხვები და სურთ, მიიღონ პასუხები. სფოთლაითმა დაიწყო მარკეტინგით და დღეს ბევრად მეტია, ვიდრე ღონისძიება მარკეტინგის შესახებ – მოიცავს ბიზნესს, ტექნოლოგიებს, სტარტაპებს და ა.შ. სპოთლაითს, ისევე როგორც პორშეს, სწორედ წინსვლისა და განვითარების სურვილი ამოძრავებს. 

M: ღონისძიების წლევანდელი თემაა „მემკვიდრეობა“. თქვენი შეფასებით, როგორია მემკვიდრეობა, რომელიც Spotlight-მა შექმნა?

Spotlight-ის 9-წლიანი ისტორია 9 კრეატიულ, მრავალფეროვან, ძალიან საინტერესო ღონისძიებას ითვლის. სფოთლაითის მემკვიდრეობა ჩემთვის ეს არის თაობა, რომელიც 2013 წელს მხოლოდ მსმენელი იყო,  დღეს კი პროექტში სპიკერების რანგში მონაწილეობს.  იყო ამ ჯაჭვის ნაწილი და გააგრძელო 10-წლიანი ისტორია,  უდიდესი პასუხისმგებლობაა.

M: ამჯერად, სფოთლაითის ფორმატი განსხვავებულია – როგორია მოლოდინები ღონისძიებასთან დაკავშირებით?

მასშტაბურობიდან გამომდინარე, მოლოდინი ძალიან დიდია. ვფიქრობ, როგორც ყოველთვის, ეს ღონისძიებაც ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იქნება. გვექნება შესაძლებლობა , 2 დღის განმავლობაში შევხვდეთ ახალ სპიკერებს, გავეცნოთ თანამედროვე ტრენდებს, ერთმანეთს გავუზიაროთ იდეები. 

ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი

ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

ვერცხლის სპონსორი: McDonald’s, Elit ElectronicsLutecia, Extra.ge

მხარდამჭერები: Delonghi, ლურჯი ოკეანე, Aldagi, It Academy STEP, Aversi, m2, Midea, Gulf, Cryptal, თეთრი კვადრატი, Fitpass, ბორჯომი, ზარაფხანა, მაქსთერმი, Wolt, Kärcher, FlowMaster.online, CityPay.io

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

Call of Duty 20 წლის იუბილეს სიახლეებით აღნიშნავს

იმგზავრე ჩავარდნების გარეშე – „თეგეტა მოტორსმა“ ზამთრის პროდუქტებისთვის კრეატიული პრინტ სერია შექმნა