in

Spotlight Tech-ის ოფიციალური ავტომობილი Porsche იქნება!

Spotlight Tech ბრუნდება! „ახალი დროა“ – ამ მთავარი გზავნილით, 5-წლის შემდეგ, წლის მთავარი ტექნოლოგიური დღესასწაული კვლავ ჩატარდება და სტუმრებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ესაუბრება. სფოთლაითის სივრცეში ინოვაციები და ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ, 2018 წელს გამოჩნდა. ახლა კი, 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში 600 გულანთებული სტუმარი შეიკრიბება, 30-მდე სპიკერის შთამაგონებელ გამოსვლას დაესწრება, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე ახლებურ ხედვას გაიზიარებს, გადაიაზრებს ტექნოლოგიების ცნებას ჩვენს ყოველდღიურობაში, შეხვდება ძველ კოლეგებს და გაიცნობს ახლებს. ღონისძიების მთავარი ავტომობილია Porsche. Spotlight Tech-თან მეგობრობაზე Porsche Center Tbilisi-ის მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი თათო ხოსროშვილი გვესაუბრა.

M: რატომ არის Porsche-სთვის სფოთლაითის ტექნოლოგიური ღონისძიების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი? 

ახალი ტექნოლოგიური მიღწევები ყოველდღიურად უფრო და უფრო გვაოცებს, განსაკუთრებით ახლა, როცა ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების გარეშე მომავალიც წარმოეუდგენელია. პორშეში ეს ყველაზე კარგად იციან. 

პორშეს ბრენდიც უკვე 75 წელია ტექნოლოგიური მიღწევებით და ექსკლუზიური ინოვაციებით გამოირჩევა. ისტორიულად, პირველი ელექტრო ავტომობილი ფერდინანდ პორშეს დაპროექტებულია. ასევე, პირველი ჰიბრიდული მოდელიც პორშემ წარუდგინა მსოფლიოს და ავტომობილთან დაკავშირებული სხვადასხვა წარმატებული გამოგონებაც გერმანული ავტოგიგანტის სახელს უკავშირდება. დღეს, პორშემ მსოფლიოს აჩუქა მსოფლიოში საუკეთესო ელექტრო სპორტული ავტომობილი, რომელიც თავიდანვე გამოირჩეოდა როგორც სპორტულობით, ასევე, სწორედ მაღალტექნოლოგიურობითა და ინოვაციებით. ეს გახლავთ პირველი ელექტრომობილი, რომელიც 800V ბატარიით არის აღჭურვილი და მისი დამუხტვა სწრაფ დამტენზე 15-20 წუთამდე დროს მოითხოვს.

M: რა შეცვალა ქართულ რეალობაში სფოთლაითმა, თქვენი ხედვით? 

საქართველოში სალექციო ფორმატის ღონისძიებების პოპულარიზაცია სფოთლითის ძალიან დიდი დამსახურებაა. სფოთლაითი ქართულ რეალობაში ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა, სადაც კონკრეტულ სფეროში საინტერესო გამოცდილებით სავსე ადამიანებს  შესაძლებლობა აქვთ, აუდიტორიას დაგროვილი პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარონ, ხოლო მსმენელები ამას გარდაქმნიან ინსპირაციად, შეძლებენ განსხვავებული რაკურსით შეხედონ სხვადასხვა აქტუალურ და მათთვის მნიშვნელოვან თემას.

M: რა მოლოდინი გაქვთ Spotlight Tech-ის მიმართ, რომლის მთავარი აქცენტები ინოვაციები და ტექნოლოგიებია?

ველოდებით საინტერესო გამოსვლებს, სიახლეებს ტექნოლოგიების მიმართულებით. ვფიქრობ, ეს ღონისძიება დამეხმარება გავიღრმავო ცოდნა, გავიგო ახალი აღმოჩენების შესახებ, გაჩნდება ახალი საფიქრალი და ახალი, საინტერესო კავშირები.    

 

ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche

მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Adwise, Alta, Johnny Walker.

არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.

ბილეთები 1-ლი მაისიდან გაიყიდება, tkt.ge-ზე.

Marvel-ის რეჟისორის თქმით, მალე AI თავად გადაიღებს ფილმებს

თიბისი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში – სტრატეგიული პარტნიორობის ერთი წელი და რეალური ისტორიები