ცოტა დრო რჩება Spotlight Tech-მდე, რომელიც ორი დღის განმავლობაში ასეულობით სტუმარს გააერთიანებს ტექნოლოგიების გარშემო. ღონისძიების მთავარი თემაა „გაკვეთილები“. ტექნოლოგიებზე სასაუბროდ სტუმრები, 1-2 ივნისს, Raddison Blu Iveria-ში შეიკრიბებიან. 2013 წლიდან მოყოლებული, სფოთლაითმა ჩამოაყალიბა მარკეტინგული პლატფორმა და იქცა ღონისძიებად, რომელიც აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს. ესაა სივრცე, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. 2018 წელს, პირველად ჩატარდა Spotlight Tech, რომელიც ტექნოლოგიებს მიეძღვნა. ტრადიციულად, ღონისძიების ოფიციალური ავტომობილია პორშე. Spotlight-თან მეგობრობაზე Porsche Center Tbilisi-ის მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი თათო ხოსროშვილი გვესაუბრა.
M: არაერთი წელია, პორშე სფოთლაითის ოფიციალური ავტომობილია. რას ნიშნავს ეს მეგობრობა თქვენთვის?
მეგობრობა, რომელიც პორშესა და სფოთლაითს აკავშირებს, რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. ერთგული თანამშრომლობა, რაც გვაკავშირებს, ეყრდნობა საერთო მიზანს, მუდმივი წინსვლის სურვილს, განვითარებას, ინდუსტრიაში ცვლილებებისა თუ სიახლეებისთვის ფეხის აწყობას, ახალი ტექნოლოგიური მიღწევებისა და ინოვაციების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.
პორშესთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელთანაც მსგავსი ღირებულებები აკავშირებს. სწორედ ასეთი პროექტია სფოთლაითი.
M: როგორ ვითარდება ინდუსტრია, სფოთლაითის ისტორიასთან ერთად?
11 წლის წინათ, როდესაც სფოთლაითის პირველი ღონისძიება გაიმართა, ინდუსტრია სრულიად განსხვავდებოდა დღევანდლისგან. თუკი თავდაპირველად ღონისძიების მთავარი ფოკუსი მარკეტინგი იყო, 2017 წლიდან, სფეროს ზრდასთან და ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებთან ერთად, დაემატა ტექნოლოგიების, სტარტაპებისა და ინოვაციების მიმართულება.
ზუსტად ასეთი სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება საავტომობილო ინდუსტრიაც. ალბათ, 11 წლის წინათ ვერავინ იფიქრებდა, ელექტრომობილები თუ ასეთი დიდი პოპულარობით ისარგებლებდნენ საქართველოში. დღეს სრულად ელექტრული Porsche Taycan ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია. 2019 წლის შემდეგ მოდელი პირველად წელს განახლდა და მისი ტექნოლოგიური მიღწევები კიდევ უფრო საოცარია, ვიდრე აქამდე: ტაიკანის ტოპ მოდელის სიმძლავრე 1,108 ცხენის ძალაა, ხოლო აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე – 2.2 წმ. ვფიქრობ, ეს რიცხვები ყველაფერს ამბობს. აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად გაიზარდა ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი და დამუხტვის სიჩქარეც.
წელს, პორშეს ელექტრომობილების სამოდელო რიგს კიდევ ერთი, ახალი, სრულად ელექტრული მაკანი დაემატა. მაკანი პორშეს პირველი ელექტრიფიცირებული მოდელია. ზოგადად, ბრენდის ხედვაა, რომ 2030 წლისთვის წარმოებული ავტომობილების 80% ელექტრული იყოს. აღნიშნულ გეგმას ჩვენც ჩვენი ძალებით მივყვებით. მაქსიმალურად ვცდილობთ საქართველოში ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საქართველოს მასშტაბით, უკვე განთავსებული გვაქვს 18 ელექტროსადგური და ეს რიცხვი მომავალში კიდევ გაიზრდება. ასევე, „პორშე ცენტრი თბილისი“ რეგიონში ელექტრო ავტომობილების სერვისის ჰაბია.
M: მარკეტინგის გარდა, სფოთლაითის მიმართულება ტექნოლოგიებს ეხება. მთავარი თემა კი „გაკვეთილებია“. რა მოლოდინი გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით და პორშე რას უმზადებს სტუმრებს?
როგორც ყოველთვის, მოლოდინები ახლაც ძალიან დიდია. დარწმუნებული ვარ, Spotlight Tech-ის ღონისძიება ძალიან ინფორმაციული იქნება, გავიცნობთ ბევრ ახალ და საინტერესო სპიკერს და გავიღრმავებთ ცოდნას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. ჩვენც შევეცდებით, გაგიზიაროთ ის „მწარე“ თუ „ტკბილი“ „გაკვეთილები“, რაც კომპანიამ და ბრენდმა ამ წლების განმავლობაში დააგროვა.
Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: eTeam
ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, It აკადემია Step, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT.