მას შემდეგ, რაც „პორშეს“ კამპანიის ფარგლებში, ერთად წარმოვიდგინეთ, რომ სული არის შინაარსი და სხეული – ფორმა… თავად Porsche-სთვის კი სული გრძნობების ნაწილი აღმოჩნდა, ბრენდის მხრიდან, აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ გადადგმული შემდეგი ნაბიჯი ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურ თუ აუდიო დადასტურებაში ითარგმნა.
სწორედ ამიტომ – „პორშეს“ სულმა ციფრულიდან გარესამყაროში გადმოინაცვლა და დროებით, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე ინსტალაციის სახით მოგვევლინა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=1563314887209595″ width=”768″ height=”403″ onlyvideo=”1″]
“SOUL” – გარკვევით ვკითხულობთ „პორშეს“ მხატვრულ ექსპოზიციაში, სადაც თითოეულ ასონიშანს თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს: „O“ ბორბლისა და წყლის წისქვილის შინაარსის მატარებელია. ბორბალი გადაამუშავებს წყალს და ფუნქციურად, ინსტალაციას ელექტროენერგიას აწვდის.
ინსტალაცია დეკორირებულია „პორშეს“ ნაწილებისა და მანათობელი ელემენტებისგან, რომელსაც ელექტროენერგიას წყლის წისქვილის ბორბალი აწვდის, რომელსაც რეალურად, ატრიალებს წყალი. ეს ბორბალი ტაიკანის საბურავის დიზაინსაც მივამსგავსეთ, გარდა იმისა რომ სიტყვა “SOUL-ის” მეორე ასოსაც წარმოადგენს. ვეცადეთ, ინსტალაციით ხაზი იმისთვის გაგვესვა, რომ ტაიკანი მუშაობს არა საწვავზე, როგორც „პორშეს“ ყველა სხვა მოდელი, არამედ ელექტროენერგიაზე, – გვიყვება დოდო ჩხეიძე, DODO Designs-ის დამფუძნებელი, ბრენდის მხრიდან, მათთვის დასმულ ამოცანაზე საუბრისას.
იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის უფრო ადვილი ყოფილიყო ინსტალაციის არსის გაგება, მასზე დამონტაჟდა ტექსტი: „სული არის შინაარსი და სხეული არის ფორმა. ის შეგვიძლია, ყველაფერს შთავბეროთ და გავიაზროთ მისი არსი.
რა არის შენთვის სული?“ – რაზეც წინა სტატიაში ვრცლად გიყვებოდით.
ტექსტის გვერდით კი, განთავსდა QR კოდი, რომლის დახმარებითაც, მომხმარებელი გადამისამართდებოდა ვებგვერდზე soul.ge, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა, ტაიაკანის ხმას, ემოციასა და ელექტროენერგიის ვიზუალურ მასალებს გაცნობოდა.
„დიახ, ეს ჩვენი წინა კამპანიის გაგრძელებაა“, – გვიყვება თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის მენეჯერი და იმასაც გვიზიარებს, რომ კამპანიის მიზანი, ამჯერადაც, „პორშეს“ ღირებულებებისა და ტაიკანის მთავარი საკომუნიკაციო მესიჯის ქართველ აუდიტორიამდე მიტანაა, ახლა უფრო ხელშესახები გზითა და ახალი სახელით – „სულის ხმა“.
ჩვენი მთავარი სათქმელი აუდიტორიისთვის არის ის, რომ პორშეს ყველა მოდელი 911-ის DNA-თ იქმნება და ბრენდის სპორტული სული იგრძნობა როგორც მის ქროსოვერებში, ისე ბიზნესკლასის სედანის ტიპის ავტომობილებში. სწორედ ამიტომ, ბრენდი ხშირად იყენებს „სულს” იმის განსამარტავად, რომ ყველა ავტომობილი ერთი სპორტული ხასიათის მატარებელია, მათ შორის, ტაიკანიც, რომლის „სული“ იგივე დარჩა… ის ზუსტად ის ემოციური პორშეა, რომელიც გიყვართ, მაგრამ განსხვავებული ენერგიის წყაროთი. სწორედ აქედან მოდის ტაიკანის მთავარი საკომუნიკაციო მესიჯიც “Soul Electrified”, ანუ „სულის ელექტრიფიცირება“, – განმარტავს თამარ ხოსროშვილი.
„სულის ხმა“ – „sound of soul“ „პორშეს“ გლობალური კამპანიის ნაწილია და მასში ტაიკანის ხმა მოიაზრება.
M: თამარ, რომ შევაჯამოთ, რამდენად სწორი აღმოჩნდა თქვენი ხედვა აუდიტორიასთან ასეთი ფორმით კომუნიკაციის თვალსაზრისით? როგორია თქვენი გამოცდილება ამ კუთხით?
კამპანია დაიგეგმა და განხორციელდა სრულად საქართველოში და მაქსიმალურად, მორგებული იყო ქართველ აუდიტორიაზე. მომხმარებლის ჩართულობა ორივე ნაწილში მაღალი იყო: პირველ ნაწილში ჩვენ მიერ დასმულმა კითხვამ, „რა არის სული?“ აუდიტორიაში კითხვები გააჩინა, თუ რატომ საუბრობდა „პორშე“ სულზე, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ნაწილზე, რადგან წინა გამოცდილებიდან, მომხმარებლისთვის უკვე ნაცნობი იყო „პორშეს“ ღირებულებები, რითაც შეგვიძლია, დავინახოთ მსგავსი აქტივობების შედეგები.გარდა ამისა, კამპანიის ეფექტურობაზე მეტყველებს ის უკუკავშირიც, რომელიც მომხმარებლებისგან, უშუალოდ, ვებგვერდის საშუალებით მივიღეთ. Soul.ge-ზე მათ შეეძლოთ, ჩვენთვის გაეზიარებინათ საკუთარი აზრი, თუ „რა არის სული“… რა თქმა უნდა, პასუხები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მაგრამ მათ შორის, ზუსტად ის ვერსიებიც იყო, რომელიც ჩვენს მიზანსა და ღირებულებებთან აბსოლუტურ თანხვედრაში აღმოჩნდა: Porsche-სთვის ხომ სული გრძნობების ნაწილია, რომელსაც ძრავის ხმა აქვს და მუდმივი მოძრაობისკენ გიხმობს.
M: როგორ წარმოგიდგენიათ დასასრული? რა ხდება კამპანიის დასრულების შემდეგ?
კამპანიის დასრულების შემდეგ, ინსტალაცია ჩვენს შოურუმში დაიმკვიდრებს თავს, ხოლო საიტ soul.ge-ზე არსებულ მასალებთან ერთად, Taycan-ს საიმიჯო და ტექნიკური მასალები განთავსდება.