ესაა Porsche-ს პირველი რეკლამა სუპერთასისთვის, რომელიც 1997 წლის შემდეგ გამოუშვა. რეკლამა, სახელწოდებით “ძარცვა” გვიჩვენებს რბოლას, მთელი გერმანიის გავლით, რომელიც შტუტგარტში, პორშეს მუზეუმში იწყება. სწორედ იქ ჩნდება ნიღბიანი მამაკაცი, რომელიც ბრენდის ახალ მოდელს იტაცებს. ვიდეოს მთავარი გმირი ელექტრო მოდელი Taycan-ია. რეკლამაზე სააგენტო Cramer-Krasselt-მა იმუშავა.
23 წლიანი პაუზის შემდეგ, Porsche-მ სუპერთასისთვის რეკლამა გადაიღო












