in

გაიცანით Porsche Taycan – ახალი ელექტრომობილის პროტოტიპი უკვე წარადგინეს

Porsche-მ თავისი პირველი სრულად ელექტრონული სპორტული ავტომობილის, Taycan-ის პროტოტიპი წარადგინა. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ მაუერმა ახალი მოდელის დიზაინსა და გაუმჯობესებულ აეროდინამიკაზე ისაუბრა.

 

„Taycan, თავისი პროპორციებით, აბსოლუტურად უნიკალურია. როგორც წესი, ელექტრომობილები, ჩვეულებრივ მანქანებზე მაღალი და დიდი ზომისაა. იმიტომ რომ დიდი და მძიმე ელემენტები იატაკში, სავარძლების ქვეშ აქვთ დამონტაჟებული. ჩვენ ასეთი კონსტრუქცია არ გვინდოდა“, – აღნიშნა კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, მთავარი მიზანი იყო, სავარძლები რაც შეიძლება დაბლა დაეწიათ, ისე როგორც Formula 1-ის მანქანებს აქვთ. ამბობს, რომ ეს პრობლემა ე.წ. ფეხის გარაჟის საშუალებით მოაგვარეს, რომელიც კომფორტულ და მოსახერხებელ მგზავრობას უზრუნველყოფს, სპორტული ავტომობილის შემთხვევაშიც კი.

 

 

Porsche Taycan-ის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/ს-ია. 0-დან 100 კმ/ს-ს, დაახლოებით, 3.5 წამში ავითარებს და 12 წამზე ნაკლები სჭირდება 200 კმ/ს-ს რომ მიაღწიოს.

 

Porsche ახალ მოდელს, 4-7 ივლისს, ყოველწლიურ ფესტივალზე GoodWood, შემდეგ კი ნიუ-იორკში, 13-14 ივლისს, Formula E-ს ფინალზე წარადგენს. საჩვენებელი რბოლისას, Taycan-ის საჭესთან ისეთი ცნობილი პილოტები ისხდებიან, როგორებიც მარკ უებერი და ნილ ჯანი არიან.

 

Porsche Taycan-ის მსოფლიო პრემიერა 2019 წლის სექტემბერშია დაგეგმილი, მას შემდეგ რაც გამოსაცდელ მანძილს, 6 000 000 კმ-ს დაფარავს. ელექტრომობილმა, ასევე, უნდა გაიაროს მკაცრი ტესტირება, მათ შორის შიდა წვის ძრავის აუცილებელი შემოწმება.

20 000 ადამიანი უკვე დარეგისტრირდა Porsche Taycan-ის პოტენციურ მყიდველთა სიაში. ამისთვის, პირველადი შენატანის სახით, 2 500 ევრო გადაიხადეს.

როგორ დავაზღვიოთ ხელოვნება საქართველოში? – ინტერვიუ Circles Group-ის წარმომადგენელთან, გვენდოლინ გროლიგთან

სეპოლიას ქუჩებიდან NBA-მდე – Nike-ის კამპანია