21
Aug
2019

Porsche Taycan – პირველი მანქანა Apple-ის მუსიკალური აპლიკაციით

21 Aug 2019

veon
veon


ივლისში Porsche-მ თავისი პირველი სრულად ელექტრონული სპორტული ავტომობილის, Taycan-ის პროტოტიპი წარადგინა. სულ ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ეს იქნება პირველი მანქანა, რომელშიც ეფლის მუსიკალური აპლიკაცია იქნება ინტეგრირებული.

აქამდე მანქანაში Apple-ის მუსიკებით სარგებლობა CarPlay-ით იყო შესაძლებელი. იგი ეფლის ერთგვარ მენიუს წარმოადგენს, რომელშიც მუსიკასთან ერთად სხვა ფუნქციებიც არის შემოთავაზებული. პორშეს ახალ მოდელს კი ეფლის მუსიკალური აპლიკაცია ცალკე ექნება, რომლის საშუალებითაც 50 მილიონამდე სიმღერის მოსმენა იქნება შესაძლებელი.

როგორც Porsche North America-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს ზელერმა განაცხადა, იმისთვის, რომ მანქანას ამ სიმღერებზე ჰქონდეს წვდომა, საჭიროა, მანქანის მფლობელის ეფლის მობილურის ID იყოს დაკავშირებული Porsche Taycan-ის ID-თან. რის შემდეგაც მუსიკალური კოლექცია ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება მანქანაში.

Apple Music აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება Taycan– ის სენსორული ეკრანის საშუალებით და მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ, გასცენ ხმოვანი ბრძანებები და ამგვარად ჰქონდეთ წვდომა ფლეილისტებზე, რადიოსადგურებზე, ალბომებსა და ინდივიდუალურ სიმღერებზე.

Porsche Taycan-ის მსოფლიო პრემიერა 2019 წლის სექტემბერშია დაგეგმილი, მისი შეძენა კი 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი.

განხილვა