in

იგრძენი თავი საზღვრებს მიღმა სრულად ელექტრო Porsche Taycan-თან ერთად – „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი კამპანია

ელექტრო თუ შიგაწვის ძრავიანი ავტომობილი? – ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ავტოინდუსტრიაში ბოლო წლებში გაჩნდა და, ალბათ, კიდევ დიდხანს არ დაკარგავს აქტუალობას. თუმცა ისეთი ავტოგიგანტი, როგორიც პორშეა, უკვე თამამად ამტკიცებს, რომ აწმყოც და მომავალიც ელექტრომობილებისაა.

Porsche Taycan – ესაა პორშეს პირველი, სერიული ელექტრომობილი, რომელზეც კომპანია წლების განმავლობაში მუშაობდა, რათა იდეალური სპორტული ელექტრომობილი მიეღო. ახალმა მოდელმა პოპულარობა მალევე მოიპოვა და მასზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ბაზარზე ლიდერის პოზიცია ტაიკანმა, როგორც საუკეთესო ელექტრომობილმა, 40-ზე მეტი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი დაამტკიცა.

Porsche Taycan პოპულარულია საქართველოშიც. სწორედ ამ ელექტრომობილს ეხება „პორშე ცენტრი თბილისის“ ახალი კამპანია, რომელიც ყველა იმ კითხვას უპასუხებს, რომლებიც ტაიკანით ან, ზოგადად, ელექტრომობილებით დაინტერესებულებს უჩნდებათ.

კამპანია ვიდეორგოლების სერიებისგან შედგება, რომლებიც სწორედ სრულად ელექტრიფიცირებული ტაიკანის უპირატესობებსა და თვისებებს წარმოაჩენს. კამპანიის მიზანია, მომხმარებლებმა უკეთ გაიცნონ ელექტრო ტაიკანი, მარტივად იპოვონ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები, დარწმუნდნენ ელექტრომობილის შესაძლებლობებში, უპირატესობებში და დაგეგმონ საოცნებო მანქანის შეძენა.

თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის მენეჯერი:

„ტაიკანი – არ არის მხოლოდ ელექტრომობილი, მასში პორშეს ხასიათი, პორშეს DNA იგრძნობა. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია და მის მიმართ დაინტერესება მზარდია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო, ამ გამორჩეული მოდელის შესახებ მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა. თითოეული ვიდეორგოლი, რომელიც კამპანიის ფარგლებში მომზადდება, ერთკვირიანი ინტერვალით გაზიარდება „პორშე ცენტრი თბილისის სოციალურ ქსელებში. პირველი ვიდეო, რომელიც უკვე ჩაშვებულია, ეხება ელექტრო- და შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების ექსპლუატაციის ხარჯების და რეგულარული სერვისების შედარებას.  ამ მონაცემების შედარებით ირკვევა, რომ ტაიკანის შენახვის ხარჯი 80%-ით ნაკლებია, ვიდრე შიგაწვის ძრავიანი ავტომობილის. მოკლე, ესთეტიკური და ინფორმაციული გრაფიკული ვიდეო თხრობის მოსახერხებელი სტილით ადვილად გასაგებია მომხმარებლისთვის და მკვეთრად გამოხატავს მთავარ სათქმელს. ჩვენი კამპანია არ გულისხმობს მხოლოდ ტაიკანის მიმართ დაინტერესების გაზრდას. ჩვენი მიზანია, ზოგადად, ელექტრომობილების შესახებ ცნობადობის ამაღლება და მათი პოპულარიზება“.

ტაიკანი – ყველაზე სწრაფი ოთხკარიანი ელექტრომობილი – ამ და სხვა რეკორდებსა და მიღწევებზე გვიამბობს კამპანიის მეორე ვიდეო, რომელიც უკვე გამოჩნდა „პორშე ცენტრი თბილისის“ სოციალურ ქსელებში.

ტაიკანის სპორტულ შესაძლებლობებსა და სხვა საინტერესო ფაქტებზე „პორშე ცენტრი თბილისი“ მომდევნო ვიდეოებში გვიამბობს. კამპანიის მიწურულს მომხმარებელს ამომწურავი ინფორმაცია ექნება სრულად ელექტრიფიცირებული ტაიკანის შესახებ. ავტომოყვარულების მთავარ დილემას ელექტრო და შიგაწვის ძრავიანი ავტომობილების შესახებ კი არაერთი ამომწურავი პასუხი გაეცემა.

Porsche Taycan-ის შეძენა „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმშია შესაძლებელი. მომხმარებელს საშუალება აქვს, კონფიგურატორის დახმარებით თავად შექმნას თავისივე ოცნების ავტომობილი.

პორშე ცენტრი თბილისი „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

[პარტნიორის კონტენტი]

Samsung დასაკეც სმარტფონებს გიგანტებად აქცევს

მეცნიერებმა ხელოვნური თირკმელი შექმნეს!