8
Sep
2019

პორშე ახალი ელექტრომობილის, Porsche Taycan-ის წარმოებას იწყებს

8 Sep 2019

ავტომწარმოებელმა კომპანია პორშემ თავისი ახალი ელექტრომობილი Porsche Taycan ივლისში წარადგინა. სულ ახლახან კი, ცნობილი გახდა, რომ ბრენდი მის წარმოებას 9 სექტემბერს იწყებს. პორშესგან სიახლეა ისიც, რომ იგი ამ ავტომობილის წარმოებას სრულიად ახალ ქარხანაში აპირებს. ეს ქარხანა კი იმით გამოირჩევა, რომ მინიმალური უარყოფითი ზემოქმედება ექნება გარემოზე, გამოიყენებს განახლებად ენერგიასა და ბიოგაზს. ამ ქარხანას პორშემ “მომავლის ქარხანა” უწოდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ პორშემ ახალი მოდელის პროტოტიპი ივლისის დასაწყისში წარადგინა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/ს-ია. 0-დან 100 კმ/ს-ს, დაახლოებით, 3.5 წამში ავითარებს და 12 წამზე ნაკლები სჭირდება 200 კმ/ს-ს რომ მიაღწიოს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ტესლას ელექტრომობილების უპირობო კონკურენტია დღესდღეობით ბაზარზე.

განხილვა