in

„პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია “Soul“, PRI Awards-ის გამარჯვებულთა შორისაა

„პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანიამ “Soul”, PCEE PRI Awards-ზე, მე-2 ადგილი დაიკავა. ეს არის კონკურსი, რომელშიც ყოველ წელს, სხვადასხვა ქვეყნის „პორშეს“ წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც წლის განმავლობაში განსხვავდებული და ორიგინალური  კამპანიებით წარსდგნენ მომხმარებლის წინაშე.

bog
bog-mob

„PCEE PRI Award, იგივე Porsche Retail Impulses თავის თავში მოიაზრებს ორიგინალური, განსხვავებული და ინოვაციური იდეის დაგეგმვა-განხორციელებას. კონკურსი ტარდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 26 ქვეყანას შორის. 2020 წლის PRI-ში 40 კონკურსანტი მონაწილეობდა და მათ შორის “Soul”-ის ინსტალაციამ მეორე ადგილი აიღო“.

Soul-ის კამპანიის დაგეგმვის ამოსავალი წერტილი სწორედ მისი ინოვაციურობა იყო. გვინდოდა, ჩვენი სათქმელი, საზოგადოებისთვის, განსხვავებული გზებით მიგვეწოდებინა. PRI-ში გამარჯვება მთელს გუნდს ძალიან გაგვიხარდა. კამპანიამ, განხორციელების ეტაპზე, ლოკალურ წარმატების მიაღწია, მაგრამ მაინც განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენი კოლეგები ერთ-ერთ საუკეთესო კამპანიად ასახელებენ მას, ძალიან ბევრ და ძლიერ კონკურსანტს შორის“,- ამბობს „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის მენეჯერი თამარ ხოსროშვილი.

ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ბაზარზე „პორშე ცენტრი თბილისისთვის“, მისი წარმოჩენისა და სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის.

მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო და საქართველოში დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიას საერთაშორისო გამარჯვება მოუტანა. ეს, თავისთავად, დადებითად აისახება, ზოგადად, ქვეყანაზეც. მინდა, მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც კამპანიაში, ნებისმიერ ეტაპზე იყო ჩართული და თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვან საქმეში“, – ამბობს პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი.

პორშე ცენტრი თბილისთან“ ერთად, ინსტალაციაზე DODO Designs გუნდმა იმუშავა.

[R]

Ghibli Studio-ს გასართობ პარკში ჰაულის მოძრავი სასახლე აშენდება

სტარტაპის ზრდა, ანუ რატომ უნდა გადავდგათ არამასშტაბური ნაბიჯები – Feedc-ს #შეცდომები