Porsche იტალიურ ყავის აპარატების მწარმოებელ La Marzocco-სთან გაერთიანდა, რათა მომხმარებლებისთვის ესპრესოს ექსკლუზიური დანადგარი შეეთავაზებინა. ამგვარად, ყავის მოყვარულებს დამატებით ორი არჩევანი აქვთ: კლასიკური Slate Gray Neo ან ნოსტალგიური Martini Racing-ის გამოცემა, რომლის ინსპირაციაც 911 Carrera RSR-ის ფერები გახლდათ — ბოლიდის, რომელმაც 1973 წელს Targa Florio-ს რბოლაზე ტრიუმფი შემოგვთავაზა.
პორშეს ყავის აპარატზე არსებული ღილაკები მანქანის მართვის რეჟიმის გადამრთველის მიხედვითაა შექმნილი. აქ კი ასეთ არაერთ დეტალს შეხვდებით, რადგან როგორც პორშეს წარმომადგენელი დენიზ კესკინი განმარტავს, La Marzocco-სთან სიზუსტისკენ, ხარისხისა და მემკვიდრეობისკენ მისწრაფება აერთიანებთ, სწორედ ამიტომ, ისინი დეტალებზე ორიენტირებულობითაც გამოირჩევიან.
სიმბოლურად, სულ 911 ერთეული გამოუშვეს, ფასი 6 555 დოლარია და მისი ყიდვა ონლაინ უკვე შესაძლებელია.