11
Dec
2015

12 დეკემბერს თბილისში PORSCHE 911 – ის პრემიერა გაიმართება

11 Dec 2015

შაბათს, 12 დეკემბერს, „პორშე ცენტრი თბილისში“, გაიმართება ახალი PORSCHE 911-ის მსოფლიო პრემიერა, რომელიც გაიმართება უნიკალური შოუს ელემენტებით, გრანდიოზული გათამაშებით და დასრულდება ფურშეტით. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ შოუსთვის კომპოზიტორმა გიორგი ყანჩელმა დაწერა „Sound Composition“.

PORSCHE დღეს ყველაზე წარმატებული საავტომობილო ბრენდია, რომლის ავტომობილებიც, ნახევარ საუკუნეზე მეტია წარმოადგენს ავტოინდუსტრიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს.

logoPORSCHE  – სწრაფი, მანევრული, ძლიერი, პრემიუმ კლასის, ელეგანტური და ექსკლუზიური სპორტქარია. ფორმა გამომდინარეობს ფუნქციიდან – PORSCHE-ს თითოეული ავტომობილი ამ პრინციპის განხორციელებაა. ყველაზე მცირე დეტალებიც კი შექმნილია მკაფიოდ და გონივრული გადაწყვეტილებებით.

PORSCHE 911-მა გააერთიანა ყველა წინაღობა და უფრო დინამიური, უფრო მკვეთრი და მძლავრი დიზაინის მქონე ავტომობილი და უმაღლესი დონის კომფორტი შექმნა.  მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნას სრულყოფილი ავტომობილი და სწორედ ამიტომ – PORSCHE-ს თითოეული ავტომობილი ხდება გამორჩეული.

PORSCHE 911-ის ღონისძიების პარტნიორებს წარმოადგენენ კომპანიები:

Chronograph და Romain Jerome, ISI PARIS და Carolina Herrera, VARTA, SARAJISHVILI, KOPENBUR.

 

[R]

განხილვა