საუბარი იმაზე, რომ ვერცერთი სმარტფონი და ყურსასმენი შეძლებს კლასიკური მუსიკის იმდენად ცოცხალი ჟღერადობით გადმოცემას, როგორც ამას სიმფონიური ორკესტრი ახერხებს, უბრალოდ ზედმეტია. როდესაც პროფესიონალი მუსიკოსების შესრულებულ, რომელიმე კლასიკურ ნაწარმოებს უსმენ თითქოს სხეულის ყველა უჯრედით ძალაუნებურად აღიქვამ და გრძნობ მას. თუმცა, თუ Porsche-ს ახალ სარეკლამო ვიდეორგოლს დავუჯერებთ, ბრენდის ავტომობილებს უკვე იმდენად გაუმჯობესებული და მძლავრი აუდიო სისტემა აქვთ, რომ ნებისმიერ დროსა თუ ადგილას შეიძლება პირადი სიმფონიური ორკესტრის ყოლა. ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ ამ ფაქტის დემონსტრირებისთვის ვიდეორგოლის მომზადება სააგენტო Grabarz & Partner-ს დაავალა, რომელმაც მაყურებელს ნამდვილად ძალიან საინტერესო და ორიგინალური სანახაობა შესთავაზა.