გვინდა ცოტა რამ მოგიყვეთ არდის ახალი კამპანიის შესახებ: „დააზღვიე წელიწადის დრო“, რომელიც 2022 წლის ზამთარში დაიწყო და გაგრძელდება სეზონურად. კამპანია დააზღვიე წელიწადის დრო არდის და პორტ:80-ის თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ საინტერესო, ინოვაციური და კრეატიული გამოვიდა.
ინოვაციურობა ორი მიმართულებით გამოიხატა: პირველია უშუალოდ პროექტის შინაარსობრივი მხარე, კერძოდ, სეზონის დაზღვევა, რომელიც არდიმ მომხმარებელს უკვე მეორედ შესთავაზა.
„დააზღვიე გაზაფხული“ ყველა იმ დაზღვევის პროდუქტს მოიცავდა, რომელსაც არდი თავის მომავალ დაზღვეულებს სთავაზობს ხოლო ინოვაციის მეორე მიმართულება მისი ტექნიკური შესრულება იყო, კერძოდ, თანამედროვე AI ტექნოლოგიის როლი კამპანიისთვის აუცილებელი ვიზუალური ნამუშევრების შექმნაში.
მარკეტინგის მუდმივად განვითარებად და პროგრესირებად სამყაროში ტექნოლოგიური წინსვლა ყოველდღიური მოვლენაა, ახალ-ახალი ციფრული პლატფორმები კი არათუ დეფიციტშია, არამედ ისეთი რაოდენობითაა შემოთავაზებული, რომ მათი შერჩევაც კი რთულია. ასეთ პირობებში ახალ პლატფორმაში რესურსების ჩადება მარტივი გადაწყვეტილება არ არის. თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც საკმარისად გამორჩეულია იმისთვის, რომ მიიქციოს როგორც კომპანიების, ისე მომხმარებლების ყურადღება და გადატვირთულ feed-შიც კი შესამჩნევი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდეს
ასეთი ციფრული რესურსი არის MidJourney — პლატფორმა, რომელიც სწორად გაწერილი სიტყვიერი მითითებების, script-ების შესაბამისად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ქმნის ვიზუალურ ნამუშევრებს. თანამშრომლობის პროცესში, არდიმ და პორტ:80-მა გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი. კამპანიის ვიზუალების შექმნა ხელოვნური ინტელექტისთვის მიენდოთ და შედეგს დაჰკვირვებოდნენ. მათთვის საინტერესო იყო, როგორი გამოვიდოდა შედეგი.
პასუხი ასეთია — მშვენიერი.
MidJourney, კონკურენტებთან შედარებით, უდავოდ ყველაზე განვითარებული ხელოვნური ინტელექტია Visual Art-ის შექმნის მხრივ და საკუთარი, ამოცნობადი სტილიც აქვს. ამიტომ, არდიმ და პორტ:80-მა მიიღეს გადაწყვეტილება, მიღებული გამოსახულებები გამოეყენებინათ უცვლელი სახით, გრაფიკული დიზაინერის მიერ ნახატებში დამატებითი შესწორებების გარეშე. შედეგს თავადაც ხედავთ:
მეორე მხრივ, ასეთი იყო არდის მიერ უკვე ჩატარებული მსგავსი კამპანიის, „დააზღვიე ზამთარი“ ვიზუალები, რომელიც შეიქმნა ილუსტრატორ-დიზაინერის მიერ:
ფაქტია, რომ ხელოვნური და ბუნებრივი ინტელექტის სიმბიოზის ერაში შევდივართ და ეს გზა უსასრულო იქნება. ვინაიდან ორივე მათგანის განვითარება — უწყვეტი პროცესია. AI ტექნოლოგიები მუდმივი სრულყოფის პროცესშია და მეტ შესაძლებლობებს იძლევა ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი გამოყენებისათვის. ჯერჯერობით MidJourney-ს ბიზნესისთვის გამოყენების ერთეულოვანი შემთხვევები ფიქსირდება და ისინიც, უმეტესად, სადემონსტრაციო სახეს ატარებს, რაც კომპანიის ინოვაციურობის ინდიკატორია, თუმცა ამჯერად არდიმ და პორტ:80-მა რეალურ სადაზღვევო კამპანიაში ჩართეს ხელოვნური ინტელექტი, რაც გზავნილია, რომ არდი, როგორც მომავლის მზღვეველი კომპანია, ცდილობს ტექნოლოგიური განვითარების წინა ხაზზე იმყოფებოდეს და ახალგაზრდა, ტექნოლოგიების ენაზე მოსაუბრე მომხმარებელთან მუდმივი კავშირი ჰქონდეს.
რელიზი მომზადებულია ChatGPT-ის მიერ.
[R]