in

Port:80 – ანუ როგორ შევარჩიოთ ვებგვერდები რეკლამის ეფექტურად განთავსებისთვის

რა კრიტერიუმებს აქცევენ ყურადღებას დამკვეთები ციფრული რეკლამის განთავსებისას? სად ეძებენ განმთავსებლებს ან რა კრიტერიუმებით არჩევენ პლატფორმებს, სადაც თავიანთი რეკლამის გაშუქება სურთ? ეს საკითხი ციფრულ სარეკლამო სფეროში სულ უფრო აქტუალურია, რადგან ყველას სურს არსებული ბიუჯეტის ეფექტიანად და შედეგიანად გამოყენება. Port:80 ონლაინ განთავსების სერვისია, რომელიც რეკლამის გავრცელებას სამიზნე აუდიტორიაზე ორიენტირებით უზრუნველყოფს. რას მოიცავს სერვისი და რა განსხვავებაა დამოუკიდებლად მოძიებულ სარეკლამო რესურსებს შორის, Port:80-ის პროექტის ხელმძღვანელისგან, მაია ოდიშელიძისგან, შევიტყვეთ.

M: რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ონლაინ რეკლამა განმთავსებლისთვის?

ონლაინ კამპანიის დაგეგმვის დროს, ყველაზე დიდი სირთულეა სწორად შეარჩიო ვებგვერდები, საიდანაც ოპტიმალური შედეგების მიღება იქნება შესაძლებელი. დღესდღეობით, კომპანიები ვებგვერდებს, ძირითადად, მათი რეიტინგის (ყველაზე მეტი ვიზიტორი ვისაც ჰყავს) მიხედვით ირჩევენ, ხოლო მათ აუდიტორიას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, კამპანია ყველაზე ეფექტური და შედეგიანი მაშინაა, როდესაც სწორად არის შერჩეული სამიზნე აუდიტორია და ამ აუდიტორიების ინტერესების შესაბამისია ვებგვერდები.

M: რა სერვისების მიღება შეუძლიათ განმთავსებლებს თქვენთან?

ჩვენ ჩავატარეთ ქართული ონლაინ სივრცის კვლევა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, შევქმენით თემატური განთავსების პაკეტები, სადაც ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ აუდიტორიებზე და არა ვებგვერდების რეიტინგებზე. ამასთან ერთად, საქართველოს ბაზარზე, მომხმარებლებს ექსკლუზიურად ვთავაზობთ ონლაინ კამპანიების დეტალური გაზომვის ტექნოლოგიას, Gemius Direct Effect-ს, რათა სიღრმისეულად გავზომოთ და შევაფასოთ განთავსების ეფექტურობა. აუდიტორიების მიხედვით განთავსება და კამპანიის დეტალური ანალიზი საშუალებასგვაძლევს ჩვენს დამკვეთებს შევთავაზოთ მაქსიმალურად ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული პროდუქტი.

M: ვისთვის არის თქვენი სერვისი და რა ეტაპებია გასავლელი, რომ თქვენი დახმარებით დამკვეთმა რეკლამა ონლაინ სივრცეში განათავსოს?

დღესდღეობით, ონლაინ რეკლამა საჭიროა ნებისმიერი ტიპის კომპანიისთვის, იქნება ეს ბანკი, სამშენებლო თუ მწარმოებელი კომპანია. სწორად დაგეგმილ და შესრულებულ ონლაინ განთავსებას შეუძლია დაეხმაროს დამკვეთს მიიღოს სასურველი შედეგი: ცნობადობის ამაღლება, გაყიდვების გაზრდა, კონკრეტული კამპანიების მესიჯების კომუნიკაცია და ა.შ. ჩვენთან თანამშრომლობა მარტივია, დამკვეთი გვეუბნება, რა შედეგების მიღება სურს, ხოლო ჩვენ დანარჩენ დაგეგმარებას ვაკეთებთ. პორტ:80 უზრუნველყოფს ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული მედია გეგმის შემუშავებას, ვიზუალური სარეკლამო მასალების მომზადებას, ვებგვერდებთან შეთანხმებასა და განთავსება, შესრულების ყოველდღიურ მონიტორინგს, შესაბამისი დეტალური ანალიზის მომზადებასა და ოპტიმიზაციის რეკომენდაციებს. პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

M: რა განსხვავებაა თქვენ მიერ შეთავაზებულ სერვისსა და მათ მიერ დამოუკიდებლად მოძიებულ რესურსებს შორის?

პორტ:80-ს არსებობის განმავლობაში, ჩვენ განვახორციელეთ ონლაინ კამპანიები თითქმის ყველა სექტორის დამკვეთებისთვის, ასევე, მოვიცავით უამრავი ვებგვერდი და საბანერო პოზიცია, რომელიც იზომებოდა ჩვენი ანალიტიკური სისტემით. დაგროვებულმა გამოცდილებამ დაგვეხმარა შეგვესწავლა ქართული ონლაინ სივრცის სპეციფიკა და თავისებურებები. აქედან გამომდინარე, ზუსდად ვიცით, რომელი საკომუნიკაციო არხი, განთავსების ფორმატი და პოზიცია დაეხმარება ჩვენს დამკვეთებს მიიღონ სასურველი შედეგი. ამასთან ერთად, ჩვენი მედია გეგმები შედგენილია ობიექტურად ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული პოზიციებით და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ჯგუფისა თუ ჰოლდინგის ვებგვერდებით.

M: რა კრიტერიუმებით ფასდება შედეგები Port:80-ში?

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ჩვენი განთავსება იზომება Gemius Direct Effect-ით, 120-ზე მეტი პარამეტრის მიხედვით, შეფასების კრიტერიუმებიც მრავალფეროვანია და გამომდინარეობს კამპანიის მიზნებიდან. მაგალითად, თუ კამპანიის მიზანი არის გაყიდვების გაზრდა, განთავსების ეფექტურობა ფასდება მიღებული კონვერსიების რაოდენობით და მათი საშუალო ღირებულებით თითო განთავსების არხის შესაბამისად. თუ მიზნად არის დასახული ონლაინ აუდიტორიის კონკრეტული პროცენტის ყურადღების მოპყწობა, ამ შემთხვევაში კამპანიის ეფექტურობა ფასდება 1+, 3+ და სხვა სიხშირის და დაფარვის პარამეტრებზე დაყრდნობით.

[R]

არავითარი აფეთქება! არავითარი სიმულაციები! უბრალოდ, Audi A7 Sportback-ის ვიდეორგოლი

ყველაზე პოპულარული ავტომწარმოებელი, ბოლო 30 წლის მანძილზე! – Toyota-ს კამპანია