in ,

Portal Games – რეალური თამაში, რომელიც ფილმის გმირად გაქცევს

Startauperi
Startauperi

Portal Games არის რეალური კვესტი, რომელიც შექმნილია Escape Room-ის მოტივებზე დაყრდნობით. ექსტრემისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის, ეს თამაში საუკეთესო საშუალებაა ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად და საკუთარი შესაძლებლობის გამოსაცდელად.  Portal Games -ის ოთახები შექმნილია ყველასათვის ცნობილი ფილმების სიუჟეტების მიხედვით. პირველი კვესტი „ხერხის“ მოტივებზეა აგებული. რამდენიმე დღეში კი, დაემატება „გაქცევა შოუშენკიდან.“

 

თამაშისათვის იქმნება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 6 წევრისგან შემდგარი გუნდი. მოთამაშეები თემატური დეკორაციებით გაფორმებულ ოთახებში იმყოფებიან. მთავარი მიზანია, 60 წუთის განმავლობაში შეძლო ყველა თავსატეხის ამოხსნა, შესაბამისი გასაღებების შერჩევა და ხაფანგიდან თავის დაღწევა. ამისათვის აუცილებელია გამჭრიახობა, ლოგიკური აზროვნება და რაც მთავარია, გუნდური თამაში.

portal teamეს არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. „მარკეტერმა გადაწყვიტა, გამოეცადა თამაში და 6 კაციანი გუნდით Portal Games-ს ესტუმრა. თამაში საკმაოდ საინტერესოდაა დაგეგმილი და დეკორაციებიც მაქსიმალურად რეალისტურია. ერთი საათის მანძილზე, მოთამაშე ირეალურ სამყაროში აღმოჩნდება და თავს „ხერხის“ პერსონაჟად წარმოიდგენს. მოუწევს სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვა და ამოცანების ამოხსნა. თამაშის პროცესში ერთდროულად იგრძნობა ადრენალინის მოზღვავება, განსხვავებული ლოგიკით აზროვნების დაწყება, აზარტი, მხიარულება და შიში.

“მარკეტერი” თამაშის შექმნის შესახებ Portal Games-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, რამაზ კაცაძეს ესაუბრა.

M: როგორ შეარჩიეთ სახელი ?

ეს თამაში არის გადასვლა  სხვა განზომილებაში, იმ პარალელურ  რეალობაში, რომელშიც ჩვენ ყოველთვის გვინდოდა მოხვედრა. შესაბამისად, შევარჩიეთ სახელიც – Portal Games.

M: საიდან გაჩნდა Portal Games-ის შექმნის იდეა ?

პირველად, ასეთი სახის თამაშები ერთდროულად გაჩნდა იაპონიასა და უნგრეთში. ახალმა იდეამ ინტერესი დაიმსახურა აქტიური დასვენების მოყვარულთა შორის და დაიკავა თავისი ნიშა გართობების ბაზარზე. Portal Games -ის გუნდმა, ჩვენს თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, შეგვექმნა უფრო მეტად ხარისხიანი თამაშები მსოფლიო ბაზარზე ორიენტირებით.

M: როგორც ცნობილია, პირველი ფილიალი ბაქოში გახსენით, რატომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება? 

პირველი ფილიალის ბაქოში გახსნის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ასეთი პროექტი ბაქოსთვის ინოვაციური იყო და ხალხის მხრიდანაც დიდი დაინტერესება იგრძნობოდა. მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილებზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ ეს პროექტი და მან გაამართლა.  აზერბაიჯანში არანაირი სირთულე არ შეგვქმნია, რადგანაც პროექტი საკმაოდ კარგად გვქონდა დაგეგმილი და  ყველა რისკის თავიდან ასაცილებლად ვიყავით მზად. იმავე გათვლით დავიწყეთ პოზიციონირება საქართველოს ბაზარზეც და ამ დროისთვისაც საკმაოდ წარმატებით ვართმევთ თავს ყველანაირ სირთულეს.

ერთადერთ სირთულეს წარმოადგენს ხალხის მხრივ ამგვარი გასართობი საშუალების ათვისება, ვინაიდან საქართველოში მსგავსი პროექტი “ახალი ხილია.” ამის მიუხედავად, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი კვესტი გავხსნათ და მეტად დავაინტერესოთ მომხმარებელი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თამაში რაც შეიძლება მიმზიდველი და საინტერესო იყოს.portal game

M: რას ნიშნავს კვესტი ?

კვესტი, ანუ სათავგადასავლო თამაში, კომპიუტერული თამაშების ერთ-ერთი ჟანრია, რომელიც წარმოადგენს ინტერაქტიულ ისტორიას მთავარი გმირით და მას მოთამაშე მართვს. რეალური კვესტის შემთხვევაში კი, მონიტორიდან რეალურ სამყაროში ინაცვლებ. ეს არის თქვენი  თავგადასავალი, სადაც თავად ხდებით გმირი.  თქვენს მეგობრებთან ერთად იმყოფებით საცხოვრებელ სახლში, რომელშიც დეკორაცია ქმნის განსაზღვრულ ატმოსფეროს გამოცანების ამოხსნისთვის და საიდუმლოების გახსნისთვის.

portal games

M: რა არის ეიფ-რუმი (ESCAPE ROOM)?

ისქეიფ-რუმი (escape room)- ეს არის ოთახი ან რამდენიმე ოთახი , რომლიდანაც აუცილებელია გამოღწევა კვესტის გამოცანების გამოცნობითა და თავსატეხების ამოხსნით.

M: არსებობს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა და რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის?

კვესტის გასავლელად თამაშის უფლება აქვთ პირებს 16 წლის ზემოთ. თამაშის საფასური არის 15 ლარი. მოთამაშეებს ვკეტავთ ოთახში, თუმცა მათ, ვისაც დახურული სივრცის ეშინია, ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დატოვონ ოთახი. ადმინისტრატორები თვალყურს ადევნებენ მონაწილეებს და ყოველთვის მზად არიან საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიონ მოთამაშეს.

M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები ?

ჩვენი მიზანია, გავხსნათ რაც შეიძლება მეტი შესანიშნავი კვესტი და ენთუზიაზმით ვიღებთ წინადადებებს თანამშომლობაზე. ყველას შეუძლია მოგვწეროს, მოგვიყვეს თავის შესახებ და გაგვაცნოს იდეა. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ მათი იდეები და ნებისმიერ ქალაქში შევქმნათ მსგავსი თამაშები.

gaqceva shoushenkidan

ამჟამად კომპანიას 5 ფილიალი აქვს, რომელთაგანაც 4  ბაქოში მდებარეობს , ხოლო 1 -თბილისში, კიდევ 3 ფილიალი  დამუშავების პროცესშია. მცირე მონაკვეთში, Portal Games-მა ბევრი თაყვანისმცემლის შეძენა მოახერხა, როგორც აზერბაიჯანში,  ასევე აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთაც. რამდენიმე დღეში თამაშს ახალი კვესტიც დაემატება და მსურველებს, “ხერხის” გამოცდის გარდა, “შოუშენკიდან გაქცევაც” შეეძლებათ.



ბროტმაისტერი – ცხობის ავსტრიელი ოსტატი თბილისშია!

როგორ დავძლიოთ სამსახურზე მიჯაჭვულობა? – HBR