in

ნახეთ: პორტალი, როგორც ციფრული ხიდი – მან ვილნიუსი და ლუბლინი დააკავშირა

მოწყობილობა ადგილმდებარეობით გამოწვეული სიშორის შემსუბუქებას ემსახურება

ლიეტვუის ქალაქ ვილნიუსსა და პოლონეთის ქალაქ ლუბლინში სარკისებრი ინსტალაციები, ე. წ. “პორტალები” განთავსდა, რომლებიც ქალაქებს ერთმანეთთან რეალურ დროში აკავშირებს. ისინი ვილნიუსის გედიმინის ტექნიკური უნივერსიტეტისა (Vilnius Tech) და LinkMenu fabrikas თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.

BOG
BOG

პანდემიამ ჩვენი ცხოვრება დაახლოებით ერთი წლით “შეაჩერა” და ჯერჯერობით კვლავ არსებობს გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის საზღვრების ჩაკეტვა… ახალი მოწყობილობა კი სწორედ ადამიანებს შორის ადგილმდებარეობით გამოწვეული სიშორის შემსუბუქებას ემსახურება.

პორტალი ერთგვარი ციფრული ხიდია – მოწყობილობა დიდ ეკრანს, კამერასა და ინტერნეტკავშირს მოიცავს, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში იხილონ, რა ხდება არა თუ პარალელურ სამყაროში, არამედ სხვა ქვეყანაში.

“აუცილებელია, ტრიბილიაზმსა თუ ემპათიის არარსებობის მიღმა ვიფიქროთ, რათა სამყაროს ვიწრო აღქმა დავძლიოთ, რომელიც ძირითადად ჩვენი ეროვნული საზღვრებით შემოიფარგლება” – ამბობს ბენედიქტას გილისი, Benediktas Gylys Foundation-ის პრეზიდენტი.

იდეის ფორმირებას, პროექტის ორგანიზებას, დიზაინის შექმნასა და მის 3D მოდელირებას 5 წელი და მრავალფუნქციური გუნდი დასჭირდა. “ასეთი მნიშვნელობის პროექტები მაშინ იბადება, როდესაც მრავალფეროვანი ადამიანები წარმატებით თანამშრომლობენ და სინქრონულობას აღწევენ” – აღნიშნავს ადას მესკენასი, LinkMenu fabrikas-ს დირექტორი.

მართალია, კაცობრიობა მრავალი პოტენციურად მომაკვდინებელი გამოწვევის წინაშე დგას, იქნება ეს სოციალური პოლარიზაცია, კლიმატის ცვლილებები თუ ეკონომიკური საკითხები. თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ნამდვილად არ განვიცდით ბრწყინვალე მეცნიერების, აქტივისტების, ლიდერების, ცოდნის ან ტექნოლოგიის ნაკლებობას, რომლებიც ამ გამოწვევებთან გამკლავებაში დაგვეხმარება

თამარ თალი თოიძის სტილიზებული ქანდაკებების პერსონალური გამოფენა

Stockfootage.ge – ონლაინ სივრცე, სადაც თქვენ მიერ გადაღებული ვიდეომასალების გაქირავება/გაყიდვა შეგიძლიათ