ZenBeam-ის ხაზში ASUS პორტატიულ პროექტორს გვთავაზობს, რომელიც შეგიძლიათ, თქვენი სატელევიზიო შოუს სესიებისა თუ დრაივ კონცეფციის კინოჩვენებისთვის გამოიყენოთ. Light Wall ფუნქციით საკუთარ გალერეასაც კი მოაწყობთ, რაც სახლის კედელზე სასურველი სურათისა თუ ნახატის განთავსებას გულისხმობს — ბუნებრივია, მის შეცვლას, რამდენჯერაც მოგინდებათ, იმდენჯერ შეძლებთ…
პროექტორს 400 ANSI ლუმენი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალურია გარეთ ღამის სეანსების მოსაწყობად. სხვა მნიშვნელოვან მახასიათებლებთან ერთად კი, Android TV-თაც გამოირჩევა, რაც უკვე ნებისმიერი აპლიკაციისა თუ ვიდეო სტრიმინგის მომსახურების ჩამოტვირთვის საშუალებას გაძლევთ. ხმის ხარისხიც შესანიშნავი უნდა იყოს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პროექტორი Harman Kardon ხმას იყენებს. რაც შეეხება ბატარეის ხანგრძლივობას, იგი 3.5 საათი ძლებს… აი, ვიზუალი კი თავად შეგიძლიათ შეაფასოთ: