in

#პორტფოლიო – გაეცანით ნამუშევრებს სააგენტო Maverik-ის შემოქმედებიდან

„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, სააგენტო Maverik-ის პორტფოლიოდან გიზიარებთ პროექტებს.

ნოას მაგნიტური მოგზაურობა

კამპანიის პლატფორმა – https://noa.ge/

„პირამიდას“ ბრენდისთვის შექმნილი ანიმაციური კამპანია თავკოცონა და ლურჯთვალება ბიჭ ნოაზე, რომელიც ერთ დღეს ბურთის ძებნისას ჯადოსნურ რუკებს იპოვის და საქართველოს 13 კუთხის გარშემო იწყებს მოგზაურობას.

მზიური გარდენსი

დეველოპერული კომპანია მზიური გარდენსისთვის შექმნილი კამპანია, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის წარმოუდგენელ ბენეფიტებს წარმოგვიდგენს.

ნავნე

კამპანია, რომელმაც ჯგუფური შოპინგის იდეა გააცოცხლა და დღემდე აგრძელებს ცხოვრებას საქართველოს ქალაქებში არსებულ გარე ბანერებზე.

გრინვეი

ესე ამბავი გრინვეის ტექინსპექტირების ქაღალდის გადაშენებისა.

მერსედესი

ახალ წელს მარტო არავინ და არაფერი არ უნდა ხვდებოდეს

 

კასტროლი

თუ ჭეშმარიტი მრბოლელი ხარ და არამარტო, შენი ძრავის მაქსიმუმი აუცილებლად უნდა გამოცადო.

Bog

საქართველოს ბანკისთვის შექმნილი სხარტულა ვიდეოების სერია

რეისონ ჯგუფი

სტუმარმასპინძლობის ახალი ჰოლდინგისათვის შექმნილი სახელდება და ვიზუალური იდენტობა.

ლისი ტრიო

ლისი ტრიოსთვის შექმნილი „მომავლის დღიური“, სადაც არცერთი დღე არ ჰგავს მეორეს და თან ძალიან სასიამოვნოდ „იფურცლება“.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ახალი კამპანიით Gap-ს სურს, ძველი დიდება დაიბრუნოს

სიურრეალისტურად დანახული უხერხული მომენტები LinkedIn-ის კამპანიაში