in

#პორტფოლიო – ნახეთ კამპანიები Project Lab-ის ნამუშევრებიდან

„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, სააგენტო Project Lab-ის პორტფოლიოდან გაგიზიარებთ ნამუშევრებს.

ჰალო – დროა ტალღა შეიცვალო!

ვიდეორგოლი მობილური ოპერატორის Hallo ბაზარზე გამოჩენასთან დაკავშირებით შეიქმნა.

დამდეგ ახალ ტექნიკას!

საახალწლო თავგადასავალი, რომლის მთავარი გმირიც შოთა არველაძეა.

 Disney Collect

ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელიც Disney-ის კოლექციის შეგროვებაზე გიყვებათ.

მარველაძეები – ალტავერსული საჩუქრისმაძიებლები

როგორ რეკლამას გადაიღებდნენ, „ალტას“ მაღაზია ჰოლივუდში რომ გაეხსნათ?

გურული მხედრების ისტორია

გურული მხედრების ამბავი, რომელიც სააგენტომ, საქართველოს ბანკთან ერთად გვიამბო.

ალტავერსული თავგადასავლები ჯოისთან ერთად

რა გზა გადის ტექნიკა, სანამ თქვენამდე აღმოჩნდება? ამას Project Lab-ის ანიმაციით შეიტყობთ.

მოგზაურობა ალტავერსში

ეს ანიმაცია მომავლის ტექნიკის მაძიებელს ალტავერსში ამოგზაურებს.

ჭკვიანი ტექნიკა ჭკვიანი თაობისთვის

როცა ყველა მგზავრს თავისი ციფრული სამყარო აქვს, რომელიც განვითარებაში ეხმარება. რეკლამაა, თორემ არც უტექნიკობა ვარგა და არც მარტო ტექნიკიდან გამოხედვა.

მზად ხარ შეიყვარო ახალი ტექნიკა?

ცოდნა ძალაა და მისი მიღება არასოდეს ყოფილა ასე მარტივი

მეტროპოლი – სახლი, რომელიც ჩაიფიქრე

#WinningFormula: არმინ ებერჰარდი Wyndham Grand Residence Tbilisi-ს მენეჯმენტის შესახებ

70-წლიანი ერთგულება — Burger King-ის კამპანია