პორტუგალიის სიდიდით რიგით მეორე ქალაქ “პორტოს” ამიერიდან საკუთარი ლოგოტიპი ექნება.
პორტოს მუნიციპალიტეტის “Câmara Municipal do Porto”-ს აიდენტიკა და ლოგო სააგენტო “White Studio”-მ გააკეთა. სტუდიის კრეატორებმა 70-მდე ახალი სიმბოლო შექმენს, რომლებსაც ერთი კონკრეტული ფერი – ლურჯი შეუსაბამეს. თუ ამ 70 ლოგოს ერთად შეხედავთ მასზე პორტოს პეიზაჟის გამოსახულებას დაინახავთ.
ინსპირაციის წყაროდ სტუდიამ ქალაქში გაფანტული, მეტლახის ფირფიტის გამოსახულება აიღო. გეომეტრიულობა და სიმეტრია ახალი ხერხი ნამდვილად არაა და არც რაიმე ინოვაციური მიდგომაა, მაგრამ ეს ხერხი კარგად მუშაობს ე.წ. ვიზუალურ კოდზე, რომელიც შემდგომში პორტოს სახედ იქცევა და ტურისტულ ცნობადობაზე დადებითად იმოქმედებს.
პორტოს ძველი და ახალი ლოგო
















