in

ძაფებითა და ლურსმნებით „დახატული” გასაოცარი პორტრეტები

კონსტანტინ ჰლანტა თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც თავის ფერად ნამუშევრებს ლურსმნებზე შემოხვეული ძაფებით ქმნის. ის ახერხებს, რომ გამოსახოს როგორც ადამიანები, ისე ცხოველები და სხვა ობიექტები. 

BOG
BOG

ჰლანტა თავდაპირველად სტომატოლოგი იყო. სიმებიან პორტრეტებზე მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო. პირველი ნამუშევარი საყვარელმა მუსიკალურმა ჯგუფმა, Linkin Park-მა შთააგონა და ამის შემდეგ მუდამ აუმჯობესებს თავის ხელოვნებას. „პროცესი იწყება იდეით”, – ამბობს ხელოვანი. ის ადამიანებს აკვირდება, შემდეგ კი ხვდება, როგორ შეუძლია მათი წარმოჩენა თავისი ორიგინალური ხერხებით. 

ეს ნამუშევრები შორიდან რეალისტურ ნახატებს წააგავს. მნახველს მხოლოდ ახლოდან შეუძლია ამ ნამუშევრებზე ძაფებისა და ლურსმნების გარჩევა. „ეს ჰგავს პასტელით ან აკრილის საღებავით ხატვას. მე ვამატებ ფერებს საჭირო უბნებს და ვაკეთებ სხვადასხვა ჩრდილებს  სხვადასხვა ფერის ძაფების გამოყენებით“, – ამბობს ჰლანტა.

არტისტის ნამუშევრების სანახავად შეგიძლიათ მის Instagram-ს ეწვიოთ.

ნახეთ: ჩიჰარუ სიოტას ინსტალაცია „მრავალჯერადი რეალობა“

Иди На**й! – ცნობილი ფრაზა უკრაინის საფოსტო მარკაზე დაიბეჭდება