ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და სამუშაო გარემო უფრო მეტად გლობალური ხდება, სამსახური აღარ ასოცირდება ოფისურ გარემოსთან, რადგან ახლა ადამიანებს, უკვე მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან მოგზაურობასთან ერთად, შეუძლიათ მუშაობა. რაც, ბუნებრივია, ზრდის მოთხოვნას ნომად, იგივე ციფრული მომთაბარეების ვიზებზე. eConsul-ის დაკვირვებით, პორტუგალიის ნომად ვიზა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარიანტია. რატომ?
საქმე ისაა, რომ ნომად ვიზა სპეციალურად დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებისთვის შექმნილი ვიზაა. ის საშუალებას გაძლევთ, ლეგალურად იცხოვროთ სხვა ქვეყანაში მინიმუმ ერთი წელი. პორტუგალიამ ნომად ვიზების გაცემა 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო, რის შემდეგაც ათასობით დისტანციურად მომუშავე აპლიკანტმა უკვე შეძლო პორტუგალიაში საცხოვრებლად გადასვლა. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ პორტუგალია დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ლოკაციაა.
ამ პოპულარობის მიზეზი მარტივია: პორტუგალია გთავაზობთ განვითარებულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის სწრაფ ინტერნეტს, თბილ და სასიამოვნო კლიმატს და, რაც მთავარია, სპეციალურად ნომადებისთვის შექმნილ გარემოს. ეს ყველაფერი ქმნის იდეალურ პირობებს დისტანციური მუშაობისთვისა და კომფორტული ცხოვრებისთვის.
თუმცა პორტუგალიის ნომად ვიზის მიღება არც ისე მარტივია. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს რიგ კრიტერიუმებს: იყოს მინიმუმ 18 წლის, მუშაობდეს დისტანციურად და შეეძლოს ამის დადასტურება, იყოს არაევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, ჰქონდეს მინიმუმ 3 280 ევროს შემოსავალი და შეეძლოს პორტუგალიაში საცხოვრებლის ერთწლიანი ქირაობა.
არსებობს ორი ტიპის ნომად ვიზა: დროებითი და გრძელვადიანი. დროებითი ვიზა გაიცემა ერთ წლამდე ვადით და მისი გახანგრძლივება არ ხდება, ხოლო გრძელვადიანი ვიზა გაგრძელებადია. აპლიკანტმა უნდა აირჩიოს შესაბამისი ტიპის ვიზა მისი საჭიროებების მიხედვით.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ციფრული ნომად ვიზით აპლიკანტს პორტუგალიაში ოჯახის წევრების წაყვანაც შეუძლია, მაგალითად, 18 წლამდე არასრულწლოვანი შვილები და 65 წელს გადაცილებული მშობლები. განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია 18 წელს გადაცილებული შვილებისა და 65 წლამდე მშობლების წაყვანაც, თუ ისინი ფინანსურად აპლიკანტზე არიან დამოკიდებულნი.
პორტუგალიის ნომად ვიზას, გარდა ლეგალური ცხოვრების შესაძლებლობისა, არაერთი დადებითი თვისება აქვს. მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა ან წვდომა სახელმწიფო სერვისებზე. თუ ციფრული ნომადი 5 წელს გაატარებს პორტუგალიის ტერიტორიაზე, მას საშუალება ექნება, აიღოს მუდმივი რეზიდენტობის ბარათი ან მოქალაქეობა, თუ ჩააბარებს ენის A2 დონის გამოცდას და ინტეგრირდება ლოკალურ კულტურაში. ამასთან ერთად, მას შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ყველა სახელმწიფო სერვისი, როგორიცაა ჯანმრთელობასთან, სწავლასთან და საბანკო სერვისებთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც ხედავთ, პორტუგალიის ნომად ვიზა დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. ის ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობებითა და გრძელვადიანი პერსპექტივით გამოირჩევა. თუ ევროპაში გადასვლას გეგმავთ, პორტუგალია ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, რომელიც გაძლევთ სამუშაო თავისუფლებას, სასიამოვნო გარემოს და მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას.
პორტუგალიის ნომად ვიზის მისაღებად დამატებითი ინფორმაციისთვის და სავიზო პროცედურებთან დაკავშირებული კითხვებისთვის, შეგიძლიათ, მიმართოთ eConsul-ის სავიზო ცენტრს, რომელიც დაგეხმარებათ სავიზო მომსახურებაში.
[პარტნიორის კონტენტი]