ბევრი რამის გამო შეიძლება ქალები შევაქოთ.. ქალი, ესაა საზოგადოებაში ცნობილი, როგორც “სუსტი სქესი”, სინამდვილეში კი, ყველაფრით ძლიერი, შეუდრეკელი, მომთმენი, ძალიან ბევრი უნიკალური უნარის მქონე არსება. დღესდღეობით 8 მარტს სწორედ ამ ყველაფრის დასაფასებლად აღნიშნავენ. შეიძლება, ზოგმა ფორმალობად, ზოგმა კი მოძველებულ ტრადიციად აღიქვას ეს დღესასწაული, თუმცა, ფაქტია, რომ ქალებს ძალიან გვიხარია ამ დღის მოახლოება და ის, რომ ინდივიდები, დაწესებულებები, კომპანიები ამ დღეს განსაკუთრებულ პატივს მოგვაგებენ, დიდ სიხარულს გვანიჭებს.
იმ ბრენდებს შორის, რომლებიც ქალებს ამ დღეს ტრადიციულად ულოცავენ, ერთ-ერთი პორშეა. მან ქალბატონებს 8 მარტი ამგვარად მიულოცა: “you can’t spell Porsche without SHE.” ბრენდის ოფისზე განთავსებულ სახელწოდებაში ანთებული მხოლოდ SHE დატოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პორშე ისევე ეკუთვნის ქალბატონებს, როგორც კაცებს და რომ ეს ბრენდი დიდ პატივისცემას გამოხატავს მათ მიმართ.
„იდეა წამოვიდა 8 მარტიდან, როდესაც ქალთა საერთაშორისო დღის მილოცვის საკითხი დადგა გადავწყვიტეთ, რომ როგორც ჩვენი მომხმარებლებისათვის ისე ყველა მანდილოსნისათვის მარტივად, მაგრამ დასამახსოვრებლად მიგველოცა 8 მარტი. იდეის მთავარი სათქმელი გარდა მილოცვისა ასევე არის ის რომ Porsche-ს ვერ დაწერ SHE-ის გარეშე „you can’t spell Porsche without SHE,” – აცხადებენ პორშეში.
[R]