გააძლიერეთ მხარდაჭერის სისტემა
სტარტაპ-ეკოსისტემები მიდრეკილია განვითარებისკენ მაშინ, როდესაც არსებობს მხარდამჭერი ქსელები (აქსელერატორები, ინკუბატორები, საერთო სამუშაო სივრცეები). ადგილობრივი მთავრობის მნიშვნელოვანი როლია ასეთი გარემოს შექმნით დაეხმაროს ბიზნესებს. ესაა ინვესტიცია, რომელიც პოსტ-პანდემიურ პერიოდში დაეხმარება მცირე ბიზნესს.
გადაანაწილეთ ადგილობრივი თვითმმართველობის რესურსები
ფედერალურმა მმართვალობამ, პანდემიისას მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა მცირე ბიზნესებს, რომლებიც თანამშრომლების დაკარგვის დიდი საფრთხის წინაშე დადგნენ. გასულ აპრილს, მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად გაიცა $771 მლრდ ოდენობის სესხი, რაც ანტრეპრენერებისთვის დიდი დახმარება იყო. რესურსები უფრო მეტად მცირე ბიზნესებისა და სტარტაპერებისკენ მიმართეს, დაფიქრდნენ საგადასახადო სისტემის რევიზიაზე, მსხვილ კორპორაციებთან მიმართებაში, საიდან მიღებულ რესურსებსაც ამ მიმართულებით წარმართავდნენ. პრიორიტეტული გახდა მცირე ბიზნესში ინვესტირება.
გააძლიერეთ ადგილობრივი ინვესტირება
ინვესტორებს დიდი როლი აქვთ აშშ-ის სტარტაპ-ეკოსისტემის აღორძინებაში. ქვეყანაში მოქმედებს დაფინანსების ახალი მიდგომა, რაც კერძო კომპანიებს კაპიტალის მოზიდვის დამატებით საშუალებებს აძლევთ. ამ წესს შეუძლია შეცვალოს თამაშის წესები მცირე ბიზნესების კომუნებში. მით უფრო, გასათვალისწინებელია, რომ ამერიკელი მოქალაქეები, პანდემიის პერიოდში, უფრო მიდრეკილები არიან ხარჯვისკენ. საჯაროდ რესურსების მოძიებას, Crowdfunding-ს შეუძლია შემოწირულობების შეგროვება ადგილობრივი ბიზნესების გასაძლიერებლად. ეს კარგად ესმით ამერიკელებს, რადგან თუ არ იარსებებს მცირე ბიზნესი, კომუნას შეექმნება საფრთხე.
წყარო: inc.