„ფოსტალონმა“ თავის სერვისებს „გლოვოს“ მომსახურება დაამატა. ამიერიდან, მომხმარებელს, გამოწერილ ამანათს, სასურველ მისამართზე, „გლოვოს“ კურიერი მიუტანს.
„GLOVO-ს აპლიკაციის მეშვეობით, მარტივი ფორმის შევსებით, „ფოსტალონის“ მომხმარებელს შეუძლია, სასურველ ადგილზე მიიღოს თავისი ნივთი“.
„ფოსტალონის“ შიდა საკურიერო მომსახურება რიგითობის პრინციპით მოქმედებს. შესაბამისად, მომხმარებელს ლოდინი უწევდა, „გლოვოს“ მეშვეობით კი ამანათს სასურველ დროს მიიღებს.
„აღნიშნული სერვისის დამატება უახლოეს მომავალში იგეგმებოდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება დააჩქარა COVID19-ით გამოწვეულმა მდგომარეობამ, რადგან დისტანციური მომსახურება დამატებით უზრუნველყოფს მომხმარებლის უსაფრთხოებას“.
ამ ეტაპზე გამოძახება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ფოსტალონის“ ცენტრალური ოფისიდან.
[R]