ამანათების გადამზიდ საერთაშორისო კომპანია „ფოსტალონს“ ახალი ბრენდინგი აქვს. ეს ნიშნავს, რომ განახლდა სტრატეგია, სლოგანი და ვიზუალური იდენტობა, მიზანი იმ სიახლეების ხაზგასმაა, რასაც ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს.
PostalOn, ბაზარზე, 2015 წელს გამოჩნდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინე ღოღობერიძე ამბობს, რომ მაშინ მათი მთავარი მიზანი, „ონლაინ“ გაყიდვების მხრივ, ცნობადობის ამაღლება იყო. ახლა კი სურთ, უფრო მეტი ახალი მომხმარებლის ყურადღება მიიპყრონ, ბუნებრივია განახლებული სერვისებით.
კონსტანტინე ღოღობერიძე: „ფოსტალონი“ ისეთ დროს გამოჩნდა ბაზარზე, როცა „ონლაინ“ გაყიდვებს არც ისე ბევრი მომხმარებელი ჰყავდა. მაშინ კომპანია მიზნად ისახავდა, ამ მხრივ, ცნობადობის ამაღლებას, ხელს უწყობდა მომხმარებლებს, სწრაფად და მარტივად მიეღოთ სასურველი ნივთი, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.
რატომ გადაწყვიტეთ ბრენდის განახლება?
დრო იცვლება, განვითარების ტემპი საკმაოდ აჩქარებულია. მომხმარებლისთვის „ონლაინ“ გამოწერის ცნობადობის გაზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანი გახდა კონკურენტული სერვისის მიწოდება. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ვითარდება და ძლიერდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, მომხმარებელს კომფორტული გარემო შუვუქმნათ და თავი დაცულად ვაგრძნობინოთ. სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ დადგა დრო, კომპანიამ ახალი სიტყვა უთხრას მომხმარებელს და ახალი სახით წარდგეს მათ წინაშე. ჩავთვალეთ, რომ დრო იყო, ამ ყველაფერზე მომხმარებელთან გვესაუბრა და მათ წინაშე „ფოსტალონის“ ახალი სახე წარმოგვეჩინა.
ვინ შექმნა „ფოსტალონის“ ახალი ბრენდინგი?
რებრენდინგზე იმუშავა ახალგაზრდა ფრილანსერმა, ჩვენი გუნდის ჩართულობით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გვეპოვა ისეთი ადამიანი, ვინც განსხვავებული თვალით დაინახავდა კომპანია „ფოსტალონს“, შეაფასებდა გუნდში არსებულ სულისკვეთებას და ამას მომხმარებლამდე მიიტანდა.
რა იყო გუნდის მთავარი დავალება და ამოცანა?
რებრენდინგისას, მთავარი ამოცანა იყო ჩვენი კომპანიის ახალი სიტყვა და ის სათქმელი, რაც ამ წლების განმავლობაში დაუგროვდა მომხმარებლისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც რებრენდინგის ნაბიჯი გადაგვადგმევინა იყო ის, რომ მომხმარებელს ეგრძნო, ჩვენი მზაობა ახალ გამოწვევების მიმართ.
როგორ შეიცვალა ბრენდი „ფოსტალონი“?
„ფოსტალონის“ რებრენდინგისას აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მომხმარებელს მიეღო კომპანიისგან სიახლე და ეგრძნო, რომ ბრენდი გადავიდა ახალ ეტაპზე. განახლდა ჩვენი ლოგო და შეიქმნა ბრენდის ვიზუალური იდენტობა. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა ბრენდის სტრატეგიის შექმნა, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა ბევრი ცვლილება. ამათგან ზოგიერთი უკვე განვახორციელეთ, ბევრს კი მომხმარებელი ეტაპობრივად გაიგებს.
„ფოსტალონს“ ახალი სლოგანი აქვს . . .
„ამანათები მსოფლიოდან პირდაპირ სახლში“ – აქ ორი რამ არის მნიშვნელოვანი. ერთი, მისი პირდაპირი მნიშვნელობაა – მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, გზავნილი, პირდაპირ სახლში მიგვაქვს მომხმარებელთან და მეორე – სლოგანი გადმოსცემს ჩვენი სტრატეგიული მიმართულების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია გარკვეული სამუშაოების შესრულებასთან და მომხმარებელი ამის შესახებ ძალიან მალე შეიტყობს.
შეიცვალა „ფოსტალონის“ ლოგო და ბრენდის ფერებიც . . .
ახალი ლოგო, ჩვენი აზრით, კარგად გამოხატავს ბრენდის ხასიათს და საქმიანობას. რაც შეეხება ფერებს, გარდა ძირითადი ფერებისა, გადავწყვიტეთ, მრავალფეროვნებისთვის, დაგვემატებინა კიდევ რამდენიმე ფერი. ახლა ჩვენი ბრენდის ფერებია – შავი, ღია მწვანე, მუქი მწვანე (მთავარი ფერები), სტაფილოსფერი, ცისფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი და ყვითელი (დამატებითი ფერები). ამით ხაზს ვუსვამთ „ონლაინ“ შოპინგის მრავალფეროვნებას. „ფოსტალონის“ საშუალებით, მოხმარებელს შეუძლია, მიიღოს სასურველი ამანათი ნებისმიერი ქვეყნიდან, პირდაპირ სახლში.
როგორია უკვე განახლებული ბრენდი „ფოსტალონი“
ამერიკა, ჩინეთი და გერმანია ეს ის ქვეყნებია, საიდანაც მომხმარებელს შეუძლიათ, იშოპინგონ „ონლაინ“. „ფოსტალონმა“ გააფორმა ხელშეკრულება სანდო და სტაბილური გადამზიდ კომპანიასთან, რისი საშუალებითაც მომხმარებელს დაავიწყდა, თუ რა პრობლემებთან ჰქონდა საქმე ახლო წარსულში. ოქტომბრის დასაწყისში, „ფოსტალონმა“ ჩინეთიდან და გერმანიიდან „ონლაინ“ გამომწერებისთვის, ამერიკის მსგავსად, შეცვალა საჰაერო გადამზიდი კომპანია და ამანათების ჩამოტანა გახდა უფრო მარტივი სწრაფი და სანდო. ამ სიახლეებით დღეს ბრენდი იპყრობს უფრო მეტი ახალი და არსებული მომხმარებლების ყურადღებას, ლოიალურს ხდის თავის მიმართ და ზრდის მათ რიცხვს – ასეთია „ფოსტალონი“ დღეს და ვეცადეთ, ეს ყველაფერი ბრენდის ახალ სტრატეგიასა და ვიზუალურ იდენტობაში აგვესახა.
[R]