in

რა აფუჭებს სანტა კლაუსსა და დედამიწას შორის ურთიერთობას?

BOG
BOG

უკვე მეოთხე წელია, Posten (ნორვეგიის საფოსტო სამსახური) ახალი წლის დღესასწაულს თამამი კამპანიებით აღნიშნავს. ამჟამად ის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე აკეთებს აქცენტს — ამისათვის კი ნორვეგიის კლიმატის ინდექსის მონაცემებით ისარგებლეს, რომლის მიხედვითაც, 100 კომპანიისგან მხოლოდ 10-მა შეამცირა ემისიები პარიზის შეთანხმებით დასახული მიზნების შესაბამისად.

რეკლამის სიუჟეტი ორ პერსონაჟს შორის არსებულ დინამიკას მიჰყვება… სანტა კლაუსი და „დედა ბუნება“ ფუნდამენტური განსხვავებების გადალახვას და ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას ცდილობენ. სანტა კლასუსის მთავარი მისია ხომ სხვებისთვის საჩუქრების დარიგება და მათთვის სიხარულის მოტანაა, ხოლო დედამიწისთვის ჭარბი მოხმარება პრობლემატურია, რასაც ქალის პერსონაჟი ასახავს.

ორგანიზაციის თქმით, იმედოვნებენ, რომ წლევანდელი საშობაო კამპანია წაახალისებს სხვა კომპანიებს გააძლიერონ კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები და თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღონ.

დისტანციური მუშაობის რომელ ასპექტებში ვერ თანხმდებიან მენეჯერები და თანამშრომლები?

Aipple-ის სიდრი — მინიმალიზმით შთაგონებული ბრენდი