20
დეკ
2017

გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ! – პროექტი თიბისი ბანკის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით

20 დეკ 2017

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

ბოლო დროს, ავტობუსის გაჩერებებზე თემატურ პოსტერებს შენიშნავდით, ერთგან პეტრე ოცხელის ნამუშევარს, სხვაგან ნიკო ფიროსმანისას, 4GB-ს და ა.შ. პროექტი თიბისი ბანკის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა, ჩვენ კი მისი კონცეფციით დავინტერესდით:

კოკა ქამუშაძე (ავტორი): “დაახლოებით 1 თვის წინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით, თუ როგორ უნდა შეგვეფუთა ავტობუბის გაჩერებები, მთავარს მივხვდით, რომ პირველად იყოს სიტყვა და სიტყვა იყო “გაჩერება”. მთავარია გაჩერებამ გაგაჩეროს, გაჩერება მოგანდომოს, “გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ!” დაგაძახებინოს.

მერე უკვე ყველაფერი უფრო მარტივად წავიდა.  კონცეფცია დიდხანს არ გვიძებნია, უბრალოდ გადავწყვიტეთ, რომ გაჩერებები ლამაზი, თანაც ძალიან ლამაზი ყოფილიყო. სილამაზეა ის, რაც ერთ ადგილას გვაჩერებს ხოლმე.  აი მერე კი ცოტა გავწვალდით, ამ 25 წლის მანძილზე საკმაოდ ბევრი სილამაზე დაგროვებულა ჩვენს არქივში და 1 თვე იმაში დაგვეხარჯა, რომ მათგან ყველაზე ლამაზები აგვერჩია.

 აი, ასე გამოჩდნენ თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, პეტრე ოცხელი და ნიკო ფიროსმანი, ჯაზ ფესტივალი და 4GB, რაგბი და ლიტერატურული პრემია საბა. მოკლედ აქ უნდა დავამთავრო, უკვე ჩემი გაჩერებაა და ჩავდივარ…”

განხილვა