ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით, მარი კიტინგის ფონდმა ახალი კამპანია შეიმუშავა — ის დაავადების ადრეული სიმპტომების იდენტიფიცირებას ემსახურება, რათა უფრო მეტმა ადამიანმა გამოიჩინოს სკრინინგის ინიციატივა.
ფონდი კრეატიულ სააგენტო PML Group-თან თანამშრომლობდა და სწორედ ერთობლივი მუშაობით შეიქმნა ციფრული პოსტერი, სახელწოდებით „პირველი“. ის მხოლოდ მაშინ იხსნება, როდესაც გამვლელების ხველა ესმის, იმ იმედით, რომ პოტენციურ პაციენტებს ყველაზე თვალსაჩინო გზით მიიზიდავს.

LBB Online-ის თანახმად, ფილტვის კიბო სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია ირლანდიაში, პაციენტების მხოლოდ 20% ცხოვრობს დიაგნოზიდან ხუთ წელზე მეტი ხნის შემდეგ. თუმცა ადრეული გამოვლენისა და უკეთესი მკურნალობის წყალობით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ გააუმჯობესა ამ დაავადების მკურნალობა.











