29
Jun
2018

ფოსტით გზავნილი გამოფენა – USPS

29 Jun 2018

30 ივნისს თავისუფალი უნივერსიტეტი გამოფენას სახელწოდებით “ფოსტით გზავნილი გამოფენა” უმასპინძლებს. გამოფენა 16:00 ზე გაიხსნება და დამთვალიერებელი 7 ივლისის ჩათვლით შეძლებს ნამუშევრების ნახვას.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლას VA[A]DS-ს პატივი აქვს წარმოგიდგინოთ ამერიკაში მცხოვრები და მოღვაწე წამყვანი ხელოვანების ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაში წარმოდგენილი ნამუშევრების დიდი ნაწილი აშშ-დან ფოსტით გამოიგზავნა, რამაც განსაზღვრა გამოფენის სათაური. გამოფენა ეძღვნება თანამედროვე ნახატის მრავალფეროვნებასა და ქაღალდზე შესრულებული ნამუშევრების სხვადასხვა ვარიანტს გვთავაზობს.

ნახატის ვიზუალური ენა ის საშუალებაა, რომელიც ქვეყნებსა და მათ კულტურებს შორის არსებული განსხვავებებს გადალახავს და კომუნიკაციას ამყარებს მათ შორის. გამოფენის კურატორები ვერა ილიატოვა და დანა ფრანკფორტი ნიუ ოიორკის სარა ლორენსის კოლეჯის პროფესორები არიან, მათი ინიციატივით შეკრიბეს მხატვართა ჯგუფი,რომლებიც ნახატების ვიზუალური ენით დაამყარებდნენ კავშირს თანამედროვე ქართულ ხელოვნებასა და ხელოვანებთან.

გამოფენაში მონაწილე ხელოვანები თავიანთი შემოქმედებით და მიდგომით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებენ ხაზს, ფერს, კოლაჟს. ნამუშევრები შინაარსობრივი მრავალფეროვნებითაც გამოირჩევიან იქნება ეს აბსტრაქცია თუ ფიგურატიული ნახატი, მიუხედავად ამისა, გამოფენა გეოგრაფიული და სტილისტურ-ფორმალურ კატეგორიების საზღვრებს სცილდება.

ამერიკელი ხელოვანების პარალელურად ვაადსის შენობაში წარმოდგენილი იქნება სტუდენტების მიერ სემესტრის განმავლობაში შესრულებული საუკეთესო ნამუშევრები.

გამოფენის კურატორები: ვერა ილიატოვა და დენა ფრანკფორტი

მონაწილეობენ: სონია ალმეიდა, ევგენია ბარასი, ლარისა ბეიტსი,მეგან ბრეიდი, მელისა ბრაუნი, გარი ბერნლი, დონ კლემენტსი, ჯენიფერ ქოატსი, ჯიმ დრეინი, ანჯელა დუფრეინი, დენა ფრანკფორტი, ჯეკი გენდელი, ქრისტოფერ ჰო, ვერა ილიატოვა, ბათ ჯონსონი, დარინა კარპოვი, სტივ ლოკი, ლეზა მექსინი, ოჰად მერომი, ჯონ ოკონორი, ბობი ოლივერი, მაია კრუზ პალილელო, სარა პიტერსი, დაშა შიშკინი, სინტია ტალმაჯი, კრეგ ტეილორი, ეშლი ტიმერი, სუზან ციგლერი და კევინ ცუკერი



განხილვა